logo_geo
„პრეზიდენტის ადმინისტრაციას ისეთივე წარმოდგენა აქვს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, როგორც ვირმა არ იცის, ხურმა რა ხილია“
- +

22 მარტი. 2017. 12:39




„პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენიშვნები არის ღრმა არაკომპეტენტურობის გამოხატულება", - ამის შესახებ უსაფრთხოების ექსპერტმა ნიკა ლალიაშვილმა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებულ შენიშვნებსა და პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას განაცხადა.


როგორც ლალიაშვილმა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში საუბრისას აღნიშნა,  „ნებისმიერი ადამიანი, ვინც ცდილობს, შეასუსტოს უსაფრთხოების სამსახურების ფუნქციონირება, ისინი ასუსტებენ არა მხოლოდ სახელმწიფოს უსაფრთხოებას, არამედ ადამიანების უსაფრთხოებას".

 

„მეტაფორულად თუ შევხედავთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ისეთივე წარმოდგენა აქვს ეროვნულ უსაფრთხოებაზე, როგორც ვირმა არ იცის, ხურმა რა ხილია. ყველა, ვინც ცდილობს დაასუსტოს ქვეყნის უსაფრთხოება, ამაზე უკეთეს მეტაფორას ვერ იპოვის.

 

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნება ძალიან ცუდია, გამოხატვის შეზღუდვა ძალიან ცუდია, მაგრამ როდესაც დღევანდელ სამყაროში, მითუმეტეს ჩვენს რეგიონში, მითუმეტეს საქართველოში, როდესაც კონტრდაზვერვის სამსახურებს უწევთ არაადამიანური შრომა და მუშაობა, აქ უკვე ადამიანის უსაფრთხოება, თქვენი და თქვენი უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი!" - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.

 

 


 

big_banner
არქივი