logo_geo
სოსო მანჯავიძე: მოსახლეობას უნდა სჯეროდეს, რომ, ვინც დასასჯელია დაისჯება
- +

3 ივლისი. 2020. 02:18

 

 

ზოგადად, იმის განცდა, რომ სამართალი აღსრულდება, სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის ძირითადია. მოსახლეობას უნდა სჯეროდეს, რომ, ვინც დასასჯელია დაისჯება, ხოლო, ვინც არ არის დასასჯელი, არ უნდა დაისაჯოს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, მოკლე გზაი იმის, რომ საზოგადოებას დაუკარგო რწმენა სახელწიფოს მიმართ, ეს არის დასაჯო, ის ვინც არ არის დასასჯელი და არ დასაჯო ის, ვინც დასასჯელია..

 

საზოგადოებამ კარგად იცის ვინ არის ალექსანდრე მუხაძე, ის ერთ-ერთი სიმბოლოა სააკაშვილის რეჟიმის. ჩვენ ხომ ვიცით, რა „საქმენი საგმირონია“ არის მასთან დაკავშირებული, უმძიმესი ფაქტებია და ეს ერთ-ერთი გახდა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ყურადღების საგანი და ეს არ არის ერთეული შემთხვევაა. საქმეც ის არის, რომ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა და მოლოდინი ხალხში იმიტომ არსებობდა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა, წამება, შერჩევითი დაჭერები, არაადექვატური სასჯელები და საერთოდ დანაშაულების შეთხზვა, ეს იყო სახელმწიფოს პოლიტიკური ნება და ატარებდა სისტემურ ხასიათს, რაც განპირობებული ერთი მხრივ თავისი მდგომარეობის განმტკიცებით და მეორე მხრივ, ეს იყო პირდაპირი სარგებლის მიღება. არსებობდა სპეციალური ფონდი, სადაც ირიცხებოდა დაყაჩაღებული ფული, ბიზნესმენების მიერ გადარიცხული თანხები, რომელთა კვალი დღესაც არ არის ნაპოვნი, სამართალი ურმით დადის, მაგრამ დადის და სასურველია, რომ სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები მინიმუმ ჩამოსცილდნენ იმ ინსტრუმენტებს, რომელიც ზოგიერთს დღესაც გააჩნია და ეს იწვევს ძალიან დიდ უკმაყოფილებას. სასურველია სამართლიანობის აღდგენის ტენდენცია მეტად გაძლიერდეს, რაც ნდობას გააჩენს ხალხისა ხელისუფლების მიმართ“ , - განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი