logo_geo
ამირან სალუქვაძე: რუსეთი, აშშ-შიც კი ახერხებს თავისი მედია თუ სხვა საშუალებით გავლენა მოახდინოს საარჩევნო კამპანიაზე
- +

3 ივლისი. 2020. 02:49

 

 

რუსეთი აშშ-შიც კი ახერხებს თავისი მედია თუ სხვა საშუალებით გავლენა მოახდინოს საარჩევნო კამპანიაზე, არჩევნების მსვლელობაზე, რა თქმა უნდა მას მსგავსი ქმედება თავის სამეზობლოშიც არ გაუჭირდება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

რუსეთი საკუთარი მეთოდების სრულ სპექტრს გამოიყენებს. ეს იქნება: საინფორმაციო, გამორიცხული არაა ხაკერული შეტევები, სხვადასხვა პოლიტიკური განცხადების გაკეთება. ადრე გვინახავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ან რუსეთის ლიდერის სხვადასხვა დადგმული განცხადება მედიასთან, საქართველოში ელექტორატზე გავლენის მოხდენის მიზნით. მაგრამ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით და მათთან მეტი კომუნიკაციით მაქსიმალურად უნდა აღვკვეთოთ რუსეთის ყველანაირი გავლენა საქართველოს ამომრჩეველზე. მნიშვნელოვანია აქტიური მუშაობა სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის. რესურსები არსებობს და იმედია, რომ ჩვენ ამ არჩევნებს ნორმალურ და მშვიდ გარემოში ჩავატარებთ“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

 

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანის აზრით, მაღალია ალბათობა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას ეცდება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი