logo_geo
ანზორ თოთაძე: ოსი ვაი-მეცნიერები ამტკიცებენ, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ოსმა დაწერა, ხოლო სტალინი და გიორგი სააკაძე ოსები იყვნენ!
- +

6 ივლისი. 2020. 20:31

 

 

 

„საქართველოს ისტორიისა და კულტურის გაყალბებაში რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები და თურქები ერთმანეთს ეცილებიან!“ - ამის შესახებ ცნობილმა ქართველმა დემოგრაფმა, პროფესორმა ანზორ თოთაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

ანზორ თოთაძის განცხადებით, რუსეთში იბეჭდება წიგნები, სადაც წერია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ოსმა დაწერა, ხოლო იოსებ სტალინი და გიორგი სააკაძე ოსები იყვნენ. მისი თქმით, ფართომასშტაბიანი ისტორიის გაყალბების მცდელობა მიმდინარეობს.

 

„ოსი ვაი-მეცნიერები მოსკოვში წიგნებს წიგნებზე ბეჭდავენ და ამტკიცებენ, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ოსმა დაწერა, ხოლო სტალინი და გიორგი სააკაძე ოსები იყვნენ! საქართველოს ისტორიისა და კულტურის გაყალბებაში რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები და თურქები ერთმანეთს ეცილებიან! დიახ, ამ ბოლო დროს თურქებმაც კი წამოყვეს თავი და ზოგიერთმა ვაი-მეცნიერმა განაცხადა - თურქებს ამიერკავკასიაში მიწები კი არა დაუპყრიათ, ოდითგანვე აქ ცხოვრობდნენ და აჭარა, ალაზნის ველი, მთელი მესხეთი და აფხაზეთი თურქული ტომებით იყო დასახლებული, ხოლო ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები პროთურქული წარმომავლობისანი არიანო!“ - განაცხადა ანზორ თოთაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი