logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ყველა პოლიტიკოსს აქვს უფლება ჰქონდეს ამბიციაც და გეგმაც...
- +

22 მარტი. 2017. 22:41



ვიცე-პრემიერმა, განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, რომ გასაკვირი ნამდვილად არ იქნებოდა, რომ ნებისმიერი აქტიური პოლიტიკოსი მომავალშიც გეგმავდეს აქტიურ პოლიტიკაში თავის დამკვიდრებას და მნიშვნელოვანია, თავის დამკვიდრებას ქვეყნის ინტერესები არ შეეწიროს.


„სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადამიანის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ არ გამორიცხავენ თანამშრომლობას პოლიტიკურ ჭრილში. გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, რომ ნებისმიერი აქტიური პოლიტიკოსი მომავალშიც გეგმავდეს აქტიურ პოლიტიკაში თავის დამკვიდრებას, თუმცა დასანანი იქნება, რომ ამ დამკვიდრებას ჩვენი ქვეყნის ინტერესები შეეწიროს. ყველა პოლიტიკოსს აქვს უფლება ჰქონდეს ამბიციაც და გეგმაც, მომავალში დამოუკიდებელი პოლიტიკური მიზნების გაყოლისა თუ რაღაც კოალიციების შექმნის. ნებისმიერი დღევანდელი აქტიური პოლიტიკოსი შეიძლება დავინახოთ მომავალში, დამოუკიდებელ პოლიტიკურ პროცესში, მათ შორი პრეზიდენტიც", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

big_banner
არქივი