logo_geo
ანდრია გვიდიანი: „ნაცმოძრაობა“ ცდილობს ჭიქაში ქარიშხლის მოწყობას
- +

15 ივლისი. 2020. 02:29

 

 

 

მათი მთავარი იარაღი წინასაარჩევნო პერიოდში არის სწორედ ტყუილი ამბების შექმნა, - ამის შესახებ ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ნაციონალური მოძრაობის მიერ“ გიორგი შაქარაშვილის საქმის პოლიტიზების მცდელობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ასე პარტია წინასაარჩევნოდ დივიდენდების მოპოვებას ცდილობს.

 

ამას რამდენიმე მიზეზი და რამდენიმე მიზანი აქვს. პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი პოლიტიკური იმპოტენციის გადაფარვას ცდილობს. ახალი ტყუილი ამბების შექმნით, ვინაიდან (სურთ) მოიპოვონ პოლიტიკური დივიდენდები წინასაარჩევნო პერიოდში. ისინი ცდილობენ ხშირ შემთხვევაში ჭიქაში ქარიშხლის მოწყობას და ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერას, თუმცა, რა საკვირველია, მათი ეს მცდელობა იქნება წარუმატებელი, იმდენად რამდენადაც შაქარაშვილის და სხვა ტიპის საქმეებში ასეთი შავი კატა არ არსებობს და, ბუნებრივია, რა არ არსებობს, იმას ვერ დაიჭერენ“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

 

მისივე თქმით, ის, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საქმის პოლიტიზებას ცდილობენ მაშინ გახდა ნათელი, როცა მათ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაიწყეს პარალელების გავლება. გვიდიანმა ასევე ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

 

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

big_banner
არქივი