logo_geo
ბერი იერემია: მშობელი, პედაგოგი შვილს ყურსაც ვეღარ აუწევს, რადგან ბავშვი უჩივლებს და მშობელს დააპატიმრებენ!
- +

21 ივლისი. 2020. 16:08

 

 

„მამისადმი შვილის უპატივცემულობა პირადობის მოწმობიდან მამის სახელის ამოღების მომენტიდან დაიწყო!“ - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ დასავალთან“ კოდორის ხეობის წმინდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის ბერმა იერემიამ (ლომიძე) ისაუბრა.

 

„ადამიანებში აგრესიას,  სარწმუნოებისა და მორალის დეფიციტის გარდა, აღზრდა განაპირობებს. აღზრდის დეფიციტია. აღზრდაში მარტო ოჯახი არ მონაწილეობს, ყმაწვილზე ის საზოგადოებაც ახდენს გავლენას, რომლის წიაღშიც ის იმყოფება. უფროს-უმცროსობის სუბორდინაცია მნიშვნელოვანი წინაპირობაა აგრესიის წინააღმდეგ. ქრისტიანული მთავარი ლოცვა „მამაო ჩვენო“ სწორედ ამ სუბორდინაციაზე ხაზგასმას წარმოადგენს.

 

მამის ცნებაში და მამისადმი მიმართვაშია ჩაქსოვილი იმ წესრიგის პრინციპები, რაც ღვთივსათნო  მორალურ საზოგადოებას უნდა გააჩნდეს. ჩვენ კი ისეთი კანონები შემოვიღეთ, რომელმაც უფროს-უმცროსობის სუბორდინაცია გაანადგურა.

 

მამისადმი შვილის უპატივცემულობა პირადობის მოწმობიდან მამის სახელის ამოღების მომენტიდან დაიწყო! აღარც მშობელი, აღარც პედაგოგია შვილისთვის ავტორიტეტი. ვეღარ მიუთითებს, ყურსაც ვეღარ აუწევს, რადგან ბავშვი უჩივლებს და მშობელს დააპატიმრებენ!

 

ადრე ბავშვს ოჯახთან ერთად საზოგადოებაც ზრდიდა - უწესო საქციელს ბავშვი ქუჩაშიც ვერ ჩაიდენდა. დღეს ხულიგნობაზე შენიშვნის მიმცემი არავინ დარჩა. ანარქია მოიტანა ცნება „თავისუფლების“ მახინჯი ინტერპრეტაციებით დამკვიდრებამ!“- ამბობს ბერი იერემია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი