logo_geo
ბერი იერემია: სააკაშვილის ხელისუფლებამ დაამკვიდრა უსამართლობის განცდა და მოახდინა დაუნდობლობის აღზევება
- +

21 ივლისი. 2020. 19:26

 

 

„როდესაც სასწავლო დაწესებულებებიდან ეკლესია განდევნეს, აგრესიისა და დაუნდობლობის შემაკავებელი ფაქტორიც მოისპო და ვღებულობთ ისეთ ტრაგედიას, როგორიც ხორავას ქუჩაზე, ან შაქარაშვილის შემთხვევაში მოხდა“, - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთა“ კოდორის ხეობის წმინდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის ბერმა იერემიამ (ლომიძე) ისაუბრა.

 

„ახალ თაობაში კრიმინალური მენტალიტეტის მსხვრევა  უდავოდ მისასალმებელია, მაგრამ საზოგადოებაში აგრესია ამით ვერ აღმოიფხვრა. სწორედ სააკაშვილის ხელისუფლებამ დაამკვიდრა უსამართლობის განცდა და მოახდინა დაუნდობლობის აღზევება.

 

მოგეხსენებათ, ადრე ყველა უბანში იყო მისაბაძი ადამიანი, ვისაც ყმაწვილები პატივს სცემდნენ. იგი ჩანასახშივე ახშობდა კონფლიქტს, ვიდრე საქმე „ბესპრედელამდე“ და ჯგუფურ მკვლელობამდე მივიდოდა. დავასახელებ დოდო აბაძეს, რომელიც თანამედროვეთა შორის სწორედ ასეთი ავტორიტეტით სარგებლობდა, მოჩხუბრებს აშოშმინებდა, დღეს კი თუ ვინმე ერთმანეთს გადამტერებული ბავშვების შერიგებას შეეცდება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დაექვემდებარება, არადა, მშვიდობის დამყარება ყოველი ქრისტიანის პირდაპირი მოვალეობაა!  მოზარდებს შენიშვნასაც აღარავინ აძლევს იმის შიშით, რომ „ბავშვთა უფლებების“ შელახვაში ჩაუთვლიან. არადა, მხოლოდ პოლიცია ვერ იქნება მკვლელობების შემაკავებელი, რადგან კონფლიქტების მთელი ანატომია შეუსწავლელი რჩება. დიახ, როდესაც სასწავლო დაწესებულებებიდან ეკლესია განდევნეს, აგრესიისა და დაუნდობლობის შემაკავებელი ფაქტორიც მოისპო და ვღებულობთ ისეთ ტრაგედიას, როგორიც ხორავას ქუჩაზე, ან შაქარაშვილის შემთხვევაში მოხდა“,- განაცხადა ბერმა იერემიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი