logo_geo
ჯემალ ლეონიძე: ხაზარაძე შეკრული იყო სააკაშვილ-კეზერაშვილის ბანდასთან და ბიზნესმენებს ქონებას ართმევდა!
- +

23 ივლისი. 2020. 21:14

 

 

„მამუკა ხაზარაძემ მე, ანზორ ქოქოლაძეს, თამაზ ელიზბარაშვილს, ბანკ „კონსტანტას“ და კიდევ ათასობით მოქალაქეს ლელო მართლაც დაგვიდო, მაგრამ სააკაშვილისა და კეზერაშვილის ხელისბიჭი საქართველოს ლელოს ვერასოდეს დაუდებს!“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას განაცხადა.

 

ბიზნესმენის განცხადებით, მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლებასთან ერთად, ბიზნესმენებს ქონებას ართმევდა.

 

„მამუკა ხაზარაძემ, კეზერაშვილმა, ადეიშვილმა, მერაბიშვილმა და სააკაშვილმა 47 ავტოგასამართ სადგური, 4 ნავთობბაზა, 3 რესტორანი, ერთი მეფრინველეობის ფაბრიკა, ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ერთი ლუდის სახდელი ქარხანა, ერთი ღვინის მიკროქარხანა, რამდენიმე ვილა და მცხეთის საცხოვრებელი სახლი წამართვეს! ეს ყველაფერი მაშინდელი შეფასებით 80 მილიონი დოლარი ღირდა! აღნიშნული ქონება მთლიანად დაირიგეს და მიიტაცეს სააკაშვილის მაღალჩინოსნებმა, ხოლო ჩემთვის წართმეული კომპანია „მაგნატი“ მამუკა ხაზარაძემ პირადად კეზერაშვილს აჩუქა  1 ლარად და დღეს მას „გალფი“ ჰქვია! მზად ვარ, ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ ტელევიზიაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირისპირ დავჯდე და ჩემი სიმართლე დავამტკიცო!

 

სახლები, მანქანები, აბსოლუტურად ყველაფერი წაიღეს! ჩემი ცოლ-შვილი სამადლოდ სხვის სახლში იყო შეხიზნული, ხოლო მე ციხეში ვიჯექი. ესპანელ ბიზნესმენებთან მქონდა ურთიერთობა, ჩემი სახლები უნდა ეყიდათ და მამუკა ხაზარაძემ და ხელისუფლებამ ისინიც გამიქცია. მოკლედ, ერთად იყვნენ და ნებისმიერ სიბინძურეს აწერდნენ ხელს. აი ეს ჩაიდინა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც თავიდან ბოლომდე შეკრული იყო მიხეილ სააკაშვილ-კეზერაშვილის ბანდასთან და ბიზნესმენებს ქონებას ერთი და იმავე სქემით ართმევდა! ასეთი კაცი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართვეში ლელოს დადებას აპირებს და პოლიტიკური ამბიციები აქვს.

 

მამუკა ხაზარაძემ მე, ანზორ ქოქოლაძეს, თამაზ ელიზბარაშვილს, ბანკ „კონსტანტას“ და კიდევ ათასობით მოქალაქეს ლელო მართლაც დაგვიდო, მაგრამ სააკაშვილისა და კეზერაშვილის ხელისბიჭი საქართველოს ლელოს ვერასოდეს დაუდებს!“ - განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი