logo_geo
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი: მტერს არ ვუსურვებ, რა დღეშიც ვარ!
- +

28 ივლისი. 2020. 10:43

 

 

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ ის ენდობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და სწორედ ამიტომ ითხოვს, საქმის გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ნაცვლად, შსს-მ აწარმოოს.

 

„დიდი იმედი მაქვს, მინისტრი ჰყავს ამ ქვეყნას, ბატონი გახარია კარგად ნახავს და ასეთ ნაგვებს მოაშორებს. მტერს არ ვუსურვებ, რა დღეშიც ვარ, პირადად არავისზე ვიძახი, უბრალოდ, აეხსნა, ეთქვა ჩემთვის. როგორც გზა გადაიკეტა, მეორე დღით გამოჩნდა მანქანა“, – განუცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა „POSTV“-ის.

 

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ენდობა და მათ მიმართ პრეტენზია არ აქვს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს ვენაცვალე, არავითარი პრეტენზია არ მაქვს, ვიღაცების გამოკლებით. ისეთი ხალხი ზის, ძალიან დაფიქრებული, ჩახედულები არიან, ისინი ნამუსით, სინდისით, მგონი, მიხედავენ ამ საქმეს“, – აღნიშნა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

 

კითხვაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემის შემთხვევაში გაიზრდება თუ არა მისი ნდობა გამოძიების მიმართ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, ყველაფერი გაირკვევა.

 

„იმედი მაქვს, იმედი მაქვს, 100 პროცენტით გაირკვევა ყველაფერი, რადგან ამას უსინათლოც დაინახავს, ყველა ხვდება, რაც ხდება. რა ხდება აქ, ყველა ხედავს“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

 

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგონა ნაცრისფერი „ჰუნდაის“ მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი