logo_geo
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: კორონავირუსთან ბრძოლის დროს ეს ხალხი ექიმების მხარეს კი არა, კოვიდის მხარეს დადგა
- +

29 ივლისი. 2020. 02:30

 

 

არაერთხელ მითქვამს, რაზეც დგას „ქართული ოცნება“ ზუსტად იმ საძირკველს ურტყამენ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ „არენაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს მათთვის იმავეს დაბრალებას, რასაც თვითონ აშავებდნენ.

 

როდესაც ბიზნესის თავისუფლებაზეა საუბარი, მარტივად ვთქვათ, რა ხდებოდა. ღამის 3 საათზე „მოუნდებოდა“ ბიზნესმენს ნოტარიუსთან გაქცევა და სასწრაფოდ სურდა მისი მილიონიანი ქონების გადაფორმება სახელმწიფოსთვის, ან ვინმე სხვისთვის. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობდით და დღეს ყველა ხედავს, როგორ ცხოვრობს ბიზნესი, როგორ მუშაობს და რა პირობებია აქვთ. აქაც არსებობს მონაცემები, ასევე ავტორიტეტული ორგანიზაციების. ამას დაარტყეს ერთ-ორი გამოგონილი ქეისით, ოქრუაშვილისა და ხაზარაძის საქმეებს ვგულისხმობ და ცდილობდნენ ჩვენთვის იმავეს დაბრალებას, რასაც თვითონ აშავებდნენ. ასეთივე საქმე იყო გირგვლიანის საქმე. ესაა თვალსაჩინო მაგალითი და სიმბოლო მათი ქმედებებისა, როგორც კრიმინალური ხელისუფლების. გირგვლიანის საქმე იყო სიმბოლო, თორემ ყოველ მესამე დღეს ვაწყდებოდით მსგავს ქეისებს, საზოგადოებაში გაბნეულს, რასაც დიდი ნაწილი ვერც იგებდა, რადგან მედიასივრცე აბსოლუტურად გადაფარული ჰქონდათ. გირგვლიანის საქმე იყო სიმბოლო, რადგან ყველა სფერო მოიცვა, სახელმწიფოსა და პოლიციელების მიერ, მათი შეკვეთით განხორციელებული მკვლელობიდან დაწყებული და ამ მკვლელობის გადაფარვისა და კანონის შეცვლით დასრულებული. ამის მიმსგავსება უნდათ საქმისთვის, სადაც პოლიცია ყველა დეტალს სიღრმისეულად სწავლობს და ყველაფერს აკეთებს დანაშაულის გასახსნელად“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მისი თქმით, შაქარაშვილის მკვლელობიდან ორ-სამ დღეში, ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ ვერ აღკვეთა დაპირისპირება ახალგაზრდებში პოლიციამ. მისივე განმარტებით, ამაზე უპასუხა, რომ ჩხუბი ახალგაზრდებს შორის ყოველთვის იყო, არის და იქნება და ამ პრობლემას ჩაღრმავება სჭირდება.

 

დატოვეს მხოლოდ ის მონაკვეთი სადაც ვამბობ, რომ ჩხუბი სულ იყო, არის და იქნება, შემდეგ მათივე სააგენტოებმა გაავრცელეს ეს და გამოიყვანეს ისე, თითქოს ვამბობ, რომ მერე რა მოხდა, ჩხუბი სულ იყო და იქნება. მეორე-მესამე დღესვე ეტყობოდათ, რომ ამ საქმით უნდოდათ ხალხი ჩვენზე გაბრაზებულიყო, ხელისუფლებაზე, რომელმაც ყველა ქმედებით დაამტკიცა, რომ მისთვის ყველაზე ღირებული ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. ეს კოვიდთან ბრძოლის დროსაც გამოჩნდა და ასევე გამოჩნდა ის, რომ კორონავირუსთან ბრძოლის დროს ეს ხალხი ექიმების მხარეს კი არა, კოვიდის მხარეს დადგა. დღეს კრიმინალთან ბრძოლის საქმეშიც ასეა, პოლიციას საწინააღმდეგო მხარეს დგანან, როგრც ექიმებს ებრძოდნენ, ისე ებრძვიან პოლიციას, რომ როგორმე მათი დისკრედიტაცია მოახდინონ, რათა რა შედეგიც უნდა დადონ სამართალდამცავებმა, პოლიცია იმდენად იყოს დისკრედიტებული თუნდაც ამ კონკრეტულ საქმეში, რომ არავინ დაიჯეროს თუნდაც ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი