logo_geo
ეკატერინე ტიკარაძე: ვეცდებით, რომ არ იყოს მასშტაბური ჩაკეტვები
- +

31 ივლისი. 2020. 02:28

 

 

ეცდებით, რომ არ იყოს მასშტაბური ჩაკეტვები და ე.წ. ლოქდაუნი მთელი ქვეყნის მასშტაბით, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მკაცრი კარანტინის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია მთავრობისა და საზოგადოების თანამშროლობა.

 

იმისთვის რომ მთავრობამ შეძლოს ეფექტიანი მართვის გაგრძელება და ასევე არ დააყენოს რისკი ქვეშ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობა, ისევე როგორც ეკონომიკა, მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა და მათი თვითშეგნება, ასევე მათი დამყოლობა, რაც ბევრად უფრო ეფექტიანს გახდის მთავრობის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 

მინისტრმა ასევე სავაჭრო ობიექტებზე ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შრომითი უსაფრთხოების სამსახური ამ პროცესის მონიტორინგს განაგრძობს.

 

შრომით უსაფრთხოების სამსახური, რა თქმა უნდა, ინტენსიურად გააგრძელებს მონიტორინგს ყველა იმ ობიექტზე, რომელზეც მათ აქვთ პასუხისმგებლობა აღებული და ჩვენ გავცემთ შესაბამის რეკომენდაციებს, იმისთვის რომ თითოეულ ეკონომიკურ საქმიანობაში იყოს უსაფრთხო ჩვენი თანამოქალაქეების მოღვაწეობა“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი