logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: აღვირახსნილი თინა კანდელაკი, ზვიად გამსახურდიას სახელს ტალახს ესვრის!
- +

31 ივლისი. 2020. 23:57

 

 

„საქვეყნოდ ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილმა სოფელ ძველ ხიბულაში თავიდან ბოლომდე აღადგინა კარლო ღურწკაიას სახლი, სადაც, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პირველი პრეზიდენტი აღესრულა. იქვე ააშენა ეკლესია, საბავშვო ბაღი, სასტუმრო... თბილისში, ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ზვიად გამსახურდიას ბიუსტის დადგმა“, - ასე გამოეხმაურა გაზეთ „ასავალ დასავალში“ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე, რუსეთში მცხოვრები თინა კანდელაკის განცხადებას, რომელიც მან გადაცემაში „სტუმრად დიმიტრი გორდონთა“ გააკეთა ზვიად გამსახურდიას შესახებ.

 

„საქვეყნოდ ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილმა სოფელ ძველ ხიბულაში თავიდან ბოლომდე აღადგინა კარლო ღურწკაიას სახლი, სადაც, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პირველი პრეზიდენტი აღესრულა. იქვე ააშენა ეკლესია, საბავშვო ბაღი, სასტუმრო... თბილისში, ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროზე, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ზვიად გამსახურდიას ბიუსტის დადგმა

 

აი, ამდენი რამ კეთდება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელის უკვდავსაყოფად და ამ დროს ეს აღვირახსნილი თინა კანდელაკი, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში მოკალათებული ან ხელისუფლებასთან დაახლოებული ცნობილი პუტჩისტების დავალებით, ზვიადის სახელს ტალახს ესვრის!“ - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

 

ცნობისთვის, თინა კანდელაკმა გადაცემაში „სტუმრად დიმიტრი გორდონთან“ განაცხადა რომ „ტელევიზიაში ვმუშაობდი და ზვიად გამსახურდია ტელევიზიაში ცხენით მოვიდა! გამიკვირდა პატარა გოგო ვიყავი და მსგავსი რამ პირველად ვნახე. ცხენზე ამხედრებულ ზვიადს მოჰყვებოდნენ ისტერიკისა და ფსიქოზში ჩავარდნილი ქალები!“

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი