logo_geo
ია მეტრეველი: რატომ არ აღშფოთდა ამის გამო ამერიკის ელჩი?!
- +

24 მარტი. 2017. 15:56


 


„რატომ არ აღშფოთდა ბათუმის მოვლენების გამო ამერიკის ელჩი?!" - აცხადებს ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ იან კელის მოქმედებები, პირველ რიგში, ამერიკის იმიჯს ლახავს.



„ყველაზე მეტად სტრასბურგი მაოცებს. 26 მაისის საქმის განხილვა არც აუწყიათ და მერაბიშვილის უფლებების დარღვევაზე მსჯელობენ, რომელმაც ნახევარი საქართველო მიწაში ჩააწვინა. ცინიზმსაც აქვს საზღვარი.

 

რატომ არ აღშფოთდა ბათუმის მოვლენების გამო ამერიკის ელჩი?!  „რუსთავი2"- ის დაცვისკენ რომ მოუწოდებდით ხალხს, სად ხართ დღეს?! ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ იან კელი საქართველოდან გაიწვიონ, რადგან მისი მოქმედებებით, პირველ რიგში, ამერიკის იმიჯი ილახება", - ამბობს ია მეტრეველი. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი