logo_geo
სექტემბრიდან სკოლებში სახელოვნებო წრეებიც გაიხსნება
- +

14 აგვისტო. 2020. 12:54

 

 

სკოლებში, შემოქმედებითი წრეები, რომელიც არაა სავალდებულო საგანი, სექტემბრიდან კვლავ გაიხსნება, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„შემუშავებულ რეგულაციებში სახელოვნებო წრეებიც წერია - თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოსწავლეებიც და ის ადამიანებიც, რომლებიც ამ პროცესს უწევენ კოორდინაციას. რა თქმა უნდა, პროცესი იქნება ჩვეულებრივი; იქნება სპორტული გაკვეთილებიც, სახელოვნებოც... ყველა გაკვეთილი იქნება ორგანიზებული, უბრალოდ, ამ პროცესებს სჭირდება მართვა და განათლების სამიისტრო, თავის რესურსცენტრებთან ერთად, მზადაა, ყოველდღიურ რეჟიმში დაეხმაროს სკოლებს“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

 

 

big_banner
არქივი