logo_geo
რეზო ჩხიკვიშვილის სევდიანი აღიარება -„მე ალბათ ვეღარ ჩამოვალ“… – დარაბებს მიღმა დარჩენილი სამშობლო
- +

25 ნოემბერი. 2016. 00:30



„ბებიაჩემი ისე წავიდა, ეგონა, ნათელი ბიჭი დამტოვა... ცოდვიანი დავიბადე ამ ქვეყანაზე, ცოდვიანი... ჩემს სიცოცხლეს დედაჩემის სიკვდილი დასჭირდა, თვითონ კი ჩემს შვილს განაჩენი გამოვუტანე და საყვარელ გოგონას სული დავუსახიჩრე... როდის ხდება ეს, როდის, როდის???" - 80-იანი წლების ყველაზე პოპულარული სპექტაკლის გმირის გულიდან ამოსული მონოლოგი იმ თაობის ყველა ახალგაზრდამ ზეპირად იცოდა. რეზო ჩხიკვიშვილისთვის კი კოკა მხეიძის როლი სავიზიტო ბარათად იქცა. 1974-1978 წლებში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა. 80-იან წლებში რუსთავის თეატრის სცენაზე დადგმულმა სპექტაკლმა „დარაბებს მიღმა გაზაფხულია" მსახიობებს - რეზო ჩხიკვიშვილსა და ეკა ქუთათელაძეს არნახული პოპულარობა მოუტანა. კოკას როლის შემსრულებელზე ყველა გოგონა უზომოდ შეყვარებული იყო.


ამ როლისთვის რეზო წლის საუკეთესო მსახიობად აღიარეს და 1981 წელს, პაატა ბურჭულაძესთან და თამრიკო გვერდწითელთან ერთად, კომკავშირის პრემია გადასცეს.


1978 წელს რეზო ჩხიკვიშვილი  რუსთავის თეატრის მსახიობი გახდა და დაოსტატების პირველი წლები მარჯანიშვილელების „მეამბოხე თაობასთან" ერთად გაატარა.


რუსთავის თეატრის შემდეგ, ახალი შემოქმედებითი ეტაპი უკვე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დაიწყო: „შეყვარებულთა ციურ ბადეთა კუნძული", „თავადის ასული მერი", „ოტელო", „ლურჯი ურჩხული", „გრაალის მცველნი", „დიდოსტატის მარჯვენა", „კალიგულა"...


გერმანიაში, ევროპის კულტურის დედაქალაქად წოდებულ ესენის თეატრში რეზო ჩხიკვიშვილი შემთხვევით მოხვდა.


1992 წელს, აფხაზეთის ომის გამო, „ოიდიპოს მეფე" გერმანიის სცენაზე გაიტანეს. თეატრის დირექციამ სწორედ იქ ნახა ნიჭიერი ქართველი მსახიობი და ერთწლიანი კონტრაქტი დაუდო, თუმცა უკვე 21 წელია გრძელდება - დღეს რეზო ჩხიკვიშვილი ესენის დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობია.


სამშობლოს მონატრებული მსახიობი საქართველოში ხშირად ჩამოდის.


ერთ-ერთი ვიზიტის დროს ინტერვიუში  სევდიანად აღნიშნა: „დღეს რთული სიტუაციაა საქართველოში, ადამიანები შეიცვალნენ ერთმანეთის მიმართ, მაგრამ დამიჯერეთ, ჩვენზე კარგი ერი არ არსებობს... მე ჩემს სამშობლოში მინდა ყოფნა, ჩემს ხალხთან, მაგრამ ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, რომ უწინდებურად ვეღარ დაგპირდებით, რომ სამუდამოდ აქ ჩამოვალ. მე, ალბათ, ვეღარ ჩამოვალ..."


ფილმოგრაფია: „ანდერძი" (1982 წ.), „წიგნი ფიცისა" (1983 წ.), „ქართველები ცაში" (1984 წ) „ღამის ილუზია" (1985 წ.), „ხსოვნა" (1989 წ.), „კედელი" (1990 წ), „პრემიერა" (1991 წ.), „ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა" (1992 წ.), „Fünf-Uhr-Schatten" (1998 წ. გერმანია), „Der Gestohlene Mond" (2003 წ. გერმანია), „Tatort. Der doppelte Lott" (2005 წ. გერმანია)

 

„საქართველოში მენატრება. ის, რაც დღეს აღარ არის იქ, ეს არის გაღიმებული სახე, მშვიდობა და ადამიანი, რომელიც არ წუწუნებს. ადრე ადამიანს რომ შეეკითხებოდი, როგორ ხარო, კარგადო, გპასუხობდა. ახლა მინიმუმ ერთი საათი უნდა გქონდეს დრო, ეს კითხვა რომ დასვა",- რეზო ჩხიკვიშვილი.


 

 

 

 

 

 

 

 

 

„იმ პერიოდში, როცა „დარაბებს“ ვთამაშობდი და ამხელა გრძნობებით ვიცლებოდი, შეყვარებული არ მყავდა. მინდოდა, სპექტაკლი ვინმესთვის მიმეძღვნა და ასეთი ადამიანი არ იყო ჩემ გვერდით. ვიყურებოდი ფარდიდან დარბაზში, ამოვირჩევდი რომელიმე ლამაზ გოგოს, ჰაეროვან კოცნას გავუგზავნიდი, დავიმახსოვრებდი მის თვალებს, სახეს და მას ვუძღვნიდი სპექტაკლს“,რეზო ჩხიკვიშვილი.

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 

„დარაბებს მიღმა გაზაფხულია“

 

დამდგმელი რეჟისორი მიხეილ ბუკია, კოკა – რეზო ჩხიკვიშვილი, ნინიკო – ეკა ქუთათელაძე.

„კოკას ტრაგედია რეალობის შეგრძნებას იმდენად უკარგავდა, რომ სპექტაკლის ფინალურ სცენაში ვერ გრძნობდა, როგორ 


 

 

 

 

 

 

 

 

 

„დარაბებს მიღმა გაზაფხულია“

 

 

„ერთ დროს ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი ქუჩაში ვეღარ გავდიოდი. იყო ყვავილები, წივილ-კივილი, საჩუქრები, წერილები. ჩემოდნები მქონდა სავსე წერილებით. არც ერთისთვის პასუხი არ გამიცია. 21 წლის ვიყავი მაშინ. ამ ყველაფერს, სიხარულთან ერთად, მოჰქონდა დიდი სტრესი. იყო კატეგორია, ვისაც სურდა, მის გვერდით ვყოფილიყავი, ასეთი ბევრი იყო. ეს რომ ვერ მოვახერხე, ჩემ წინააღმდეგ გაერთიანდნენ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება ბევრი ცუდი გაეკეთებინათ ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და შური ეძიათ ამით ჩემზე“. – რეზო ჩხიკვიშვილი.


 

 

 

 

 

 

 

 


 

 

„გოგოების საშინელი ბუმი იყო. „ბანდა“ დავარქვი. რაღაც მანქანით დაგრიალებდნენ, ჭკუაზე არ იყვნენ. სახეზე არ ვიცოდი, ვინ იყო ის გოგო, მაგრამ ისე მატერორებდა… რეზოს ტელეფონთან რომ ვერ იჭერდნენ, ცოფდებოდნენ. ერთხელ დედაჩემს ლამის გული გაუხეთქეს, თქვენი შვილი ქუჩაში წაიქცა, სასწრაფოა გამოძახებული და მოუსწარითო. რომ დარეკავდნენ და ვეტყოდი, სახლში არ არის-მეთქი, ილანძღებოდნენ, – შენი ასე და ისე, რატომ არ არის სახლშიო. ვერაფერს ვამბობდი, ენა მივარდებოდა და ვტიროდი. რეზო სულ უკანა კარიდან გადიოდა და ტაქსიში ჯდებოდა. სადარბაზოში ყვავილების ცვენა იყო. კარზე და კედლებზე წერილებს აწებებდნენ“.ნანა ჩხიკვიშვილი (რეზოს და).



 

 

 

 

 

 

 

 

 


 

კადრი ფილმიდან „ქართველები ცაში“

 

 

„დღემდე ორი განსაკუთრებული მსახიობი არსებობს ჩემთვის, რომლებსაც ვერ შემიცვლის ვერავინ, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. ეს იყო ჩემი ჟერარ ფილიპი და ანა მანიანი. ესენი არიან ჩემი კუმირები. ჟერარ ფილიპის ფოტოები ოთახში მქონდა გაკრული, არ ვიცი, სად ვშოულობდი მაშინ. მისი გამოხედვა, თვალები მაძლევდა სტიმულს იმ გზისკენ, რასაც მსახიობობა ჰქვია“, – რეზო ჩხიკვიშვილი.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კადრი ფილმიდან „პრემიერა“, 1991 წელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


კადრი ფილმიდან „ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა“

 

 

„რაც თავი მახსოვს, სულ შეყვარებული ვიყავი. მინდოდა, ვყოფილიყავი ცნობადი, რომ ადვილად გამოვტყდომოდი გოგონებს სიყვარულში. ამასობაში იმდენი მიძახეს, მსახიობი უნდა გამოხვიდე, მსახიობიო, მეც დავფიქრდი“, რეზო ჩხიკვიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კადრი ფილმიდან „წიგნი ფიცისა“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



სცენა სპექტაკლიდან „ოტელო“, რეჟ. თემურ ჩხეიძე, 1982 წელი

 

 

მარლენ ეგუტია, რეზო ჩხიკვიშვილი, ნოდარ მგალობლიშვილ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

კადრი ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიაზე აგებული ფილმიდან „ექვთიმე“, რომელშიც მთავარ როლს რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს

 

 

„გერმანული და ქართული თეატრალური სკოლა ერთმანეთს ავსებს, მაგრამ ის სკოლა, რომელიც საქართველოში გავიარე, გაცილებით ღრმაა. ჩვენთან სპექტაკლის ერთ-ერთი ღირსებაა, რომ პრემიერის შემდეგ ყოველთვის იზრდება, ახალი ინტერპრეტაციით მიდის მაყურებლამდე. გერმანიაში პირველიც და მეასე სპექტაკლიც ერთნაირია, არც იზრდება და არც აკლდება“,რეზო ჩხიკვიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 



რეზო ჩხიკვიშვილი და მისი მეუღლე ხათუნა ჩაგელიშვილი

 

 

„მე ვახმოვანებდი ფილმის გმირს, რომელიც ხათუნას შეყვარებულს თამაშობდა. ხათუნა მსახიობი არ იყო, უბრალოდ, ბევრ მსახიობს აჯობა ქასთინგზე. ყველა მასზე ლაპარაკობდა, რა ლამაზი გოგოაო. დიდი არაფერი, ჩვეულებრივი გოგოა-მეთქი, ვთქვი. ეს ხმა მივიდა ხათუნამდე და უთქვამს, ნახე, მაგას რა ვუქნაო. პრემიერაზე რომ მივედით, ზედაც არ შემომხედა. ამან გამაგიჟა, ყველა მიყურებდა, ამან თვალიც არ გამისწორა“, – რეზო ჩხიკვიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

„დღეს რთული სიტუაციაა საქართველოში, ადამიანები შეიცვალნენ ერთმანეთის მიმართ, მაგრამ დამიჯერეთ, ჩვენზე კარგი ერი არ არსებობს… მე ჩემს სამშობლოში მინდა ყოფნა, ჩემს ხალხთან, მაგრამ ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, რომ უწინდებურად ვეღარ დაგპირდებით, რომ სამუდამოდ აქ ჩამოვალ. მე, ალბათ, ვეღარ ჩამოვალ…“რეზო ჩხიკვიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი