logo_geo
გოდერძი შარაშია: არ მესმის: ცოლი მყავს, ორი შვილი და ვიღაც სხვა გოგო შემიყვარდეს
- +

18 აგვისტო. 2020. 21:27

 

 

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ოჯახის ინსტიტუტის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, ოჯახი მაშინ ინგრევა, როდესაც წყვილიდან ერთ-ერთი არ თმობს.

 

„არ მესმის: ცოლი მყავს, ორი შვილი და ვიღაც სხვა გოგო შემიყვარდეს; ახლა ამას გავშორდები, მერე იმას მოვიყვან… შეიძლება, მე საბჭოთა მენტალობა მაქვს და ვერ ვიგებ მსგავს დამოკიდებულებას. ოჯახი ინგრევა, ვიღაც არ თმობს, მაშინ ხან ვის გაეკიდები და ხან ვის, ოღონდ ცხოველური ინსტინქტების გამოხატულებას არ ვგულისხმობ. რამდენიმე წლის წინ ერთმა ჩემმა მეგობარმა მკითხა: 16 წელია, ერთი ცოლი გყავსო. მე კიდევ მისი მეხუთე ცოლი მიკვირს. 20 წელია, მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ და ჩვენს შემთხვევაში არაფერი გამქრალა, პირიქით“, – ამბობს გოდერძი შარაშია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი