logo_geo
ლევან ყოჩიაშვილი: სცენარი რომ წავიკითხე, გავოცდი - ეს უკვე „დაქალები“ აღარ იყო
- +

19 აგვისტო. 2020. 20:31

 

 

 

მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი 10 წელზე მეტია, რაც დათო გოცირიძის ოჯახით ცხოვრობს სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“. მისთვის ერთ როლზე ასე ხანგრძლივად მუშაობა მოსაწყენი და მოსაბეზრებელი სულაც არ არის.

 

მოუთმენლად ელოდება ახალი სეზონის დაწყებას, როცა მაყურებელთან ერთად გაიგებს, რა ბედი ელის დათო გოცირიძეს და მის ცოლს, ნინას.

 

„ვერასოდეს გაიგებ ქეთი დევდარიანი (სერიალის სცენარისტი) სცენარში რას და როგორ დაალაგებს. ვერ წარმოვიდგენდი, ეს სეზონი ასე თუ დამთავრდებოდა. მეც ისევე მაინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორც თითოეულ მაყურებელს.

 

ქეთიმ გოცირიძეების სახლში სიტუაცია ისე გაართულა, რომ მარტივი გამოსავალი აღარ იქნება. ვფიქრობ, ცხოვრებისეული სიუჟეტი ძალიან სერიოზულად გადმოიტანა სერიალში.

 

ორმა ადამიანმა რაც უნდა წლები იცხოვროს ერთად, ვთვლი, რომ არის მომენტები, როდესაც არ იცი შენი მეორე ნახევარი რას მოიმოქმედებს.

 

სცენარი რომ პირველად წავიკითხე, ცოტა გავოცდი. ეს უკვე „დაქალები“ აღარ იყო. მეგონა, სხვა ფილმის სცენარს ვკითხულობდი. მოვლენების ასე განვითარება საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის“, – ამბობს მსახიობი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი