logo_geo
ცისანა სეფიაშვილი: თავში ბომბი მიდევს, მაგრამ მარტივად ვუყურებ, რომ ახლობლები არ შევაშინო
- +

20 აგვისტო. 2020. 01:59

 

 

„მხიარულად შევედი ტომოგრაფიის გადასაღებად, დარწმუნებული ვიყავი, რომ პრობლემა არ მქონდა და აღმოჩნდა ანევრიზმა“, - ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ მომღერალმა ცისანა სეფიაშვილმა განუცხადა.

 

„სრულიად ჯანმრთელი ვარ, არ მოველოდი და ეს სერიოზული „დარტყმა“ იყო. ბოლო ორი თვე თავის ტკივილმა და თავბრუსხვევამ შემაწუხა და გადავწყვიტე, ექიმთან წავსულიყავი, ხუთი წლის წინ მქონდა ტომოგრამა გადაღებული, თავი მაშინ გადაამოწმეს, თუმცა, არაფერი აღმოჩნდა. ახლაც მხიარულად შევედი ტომოგრაფიის გადასაღებად, დარწმუნებული ვიყავი, რომ პრობლემა არ მქონდა და აღმოჩნდა ანევრიზმა. ეს სერიოზული შოკი იყო ჩემთვის. ორი დღე გამიჭირდა, შოკში ვიყავი და ამ დროში ძალიან ბევრი რამ გადავაფასე. მთელი ცხორვება დატრიალდა. მშობლებს არ ვუთხარი. 6 ივლისს გავიგე და 13 ივლისს უკვე საოპერაციოში შემიყვანეს. ნარკოზით გამიკეთეს. სისხლძარღვიდან შევიდნენ თავში, ნახეს რა ადგილას არის და როგორ. აღმოჩნდა, რომ ჯერ პატარაა და ექვს თვეში ერთხელ უნდა გადავიღო ტომოგრაფია, დავაკვირდე და თუ გაიზარდა, შემდეგ მოხდება ჩარევა. თუმცა, არც ესაა პრობლემა. მადლობა ღმერთს, რომ დროულად აღმოვაჩინე და თავის ტკივილი და თავბრუსხვევა ანევრიზმასთან არაფერ შუაში ყოფილა. უბრალოდ, სრულიად შემთხვევით დაემთხვა და დროულად მივედი ექიმთან. ვხუმრობ: თავში მიდევს ბომბი-მეთქი, მაგრამ მარტივად ვუყურებ, რომ ახლობლები არ შევაშინო. უბრალოდ, უნდა დავაკვირდე და გავითვალისწინო რეკომენდაციები, მოკლედ, გამიმართლა“, - განაცხადა ცისანა სეფიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი