logo_geo
ემზარ კვიციანი: „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი КГБ-ს თანამშრომლები არიან
- +

25 ნოემბერი. 2016. 02:01


 

„მიხეილ სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და დანარჩენებმა  ჩვენი ტერიტორიები გაყიდეს და  აფხაზეთის დაბრუნების არანაირი შანსი არ დაგვიტოვეს", -ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ემზარ კვიციანმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.


კვიციანის განცხადებით, დასავლეთმა კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები КГБ-ს თანამშრომლები არიან.

 

„ამერიკამ იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" რუსეთის და იგორ გიორგაძის შექმნილია. სააკაშვილს გაპრეზიდენტებამდე ბრონირებული ჯიპი გიორგაძემ არ აჩუქა?!  თვალთმაქცობით ხალხს ატყუებდნენ, თორემ ამით ამერიკა და დასავლეთი არ ტყუვდება. მათ ყველაფერი იციან, მაგრამ ერთმანეთში თანხმდებიან. საინტერესოა, როდის გამოააშკარავებენ საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთსა და ამერიკას შორის რა ხელშეკრულება არსებობს", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.












 

big_banner
არქივი