logo_geo
იაკობ ბრეგვაძე: სინანულის გრძნობა გამაჩნია, მაგრამ არ შემიძლია ემოციის გამოხატვა, რომ მწერენ, თავს რატომ არ იკლავო
- +

26 აგვისტო. 2020. 02:39

 

 

„სინანულის გრძნობა გამაჩნია, მაგრამ არ შემიძლია ემოციის გამოხატვა, ტირილი, რაც ხალხს ჰგონია, რომ ეგრე უნდა მოვიქცე და მწერენ, თავს რატომ არ იკლავო“, – ასე უპასუხა გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულმა ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “რეაქცია” ინგა გრიგოლიას კითხვას, ნანობს თუ არა, რომ იმ ღამით 112-ში ზარი გააუქმა.

 

ბრეგვაძის თქმით, მაშინ ვერ წარმოედგინა, თუ მსგავსი რამ მოხდებოდა.

 

„მე ძმაკაციც დამეღუპა ადრე და მასზეც ვინანე, რომ შემეძლო გაყოლა, გადარჩენა და ასე არ მოხდა. ფეხბურთელი ბიჭი, პერსპექტიული რომ დაიღუპა, განვიცდი, რა თქმა უნდა,” – ამბობს იაკობ ბრეგვაძე.

 

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 4 დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

 

შაქრაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 სრულწლოვანი პირის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

 

მათგანს სამს — ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკა რევაზიშვილსა და არჩილ გაგნიძეს, ასევე, 2 არასრულწლოვანს ბრალდებულს ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს 11 აგვისტოს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. გამოძიება მათ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი