logo_geo
მამა პეტრე: ხშირ შემთხვევაში მშობლები უფრო არიან აღსაზრდელები, ვიდრე შვილები
- +

29 აგვისტო. 2020. 00:14

 

 

„ესაა გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, რასაც ჩვენ ვერ ვაჩერებთ სუსტი ხელებით, თუ გონებით“, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში მამა პეტრე კოლხმა, მოზარდების და ახალგაზრდების გახშირებულ თვითმკვლელობაზე საუბრისას განაცხადა.

 

როდესაც ვიჩემებთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და ამით ვტრაბახობთ, საქმით აბსოლუტურად  საპირისპიროს ვამტკიცებთ.

 

ძალადობა, რაც ხდება ოჯახში, არაა მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია და პრობლემა, ესაა მთელი ერის ტრაგედია. ეს ყველა ჩვენგანის, ჩემი, როგორც მშობლის, მამის, სასულიერო პირის ტრაგედია და პრობლემაა.

თვითმკვლელობა იმდენად მასშტაბური გახდა, რომ მოზარდ თაობას ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში აქვს გადაწყვეტილი თავი მოიკლას. მოზარდი, რომელიც იზრდება ძალადობაში და პროტესტის უკიდურეს ფორმას არ მიმართავს, შეიძლება სრულწლოვანმა სხვაზე იძალადოს, რადგან ამის მაგალითი არის ოჯახში. ეს ჩვენ უნდა გავაპროტესტოთ, მოზარდებმა უნდა გააპროტესტოს.

 

შეიძლება ჩვენი შვილები არ მოგვწონდეს, შეიძლება შენიშვნები გვქონდეს, რადგან არასწორი მიმართულებით მიდიან, მაგრამ დღევანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე, ერთ რამეს ვასკვნი - ხშირ შემთხევაში მშობლები უფრო არიან აღსაზრდელები, ვიდრე შვილები, რადგან მშობლებს ყველაზე მეტად სჭირდებათ გონივრული გადაწყვეტილებები მიღება, სწორი დასკვნების დადება. ისინი ხშირ შემთხევაში, როგორც მოლაპარაკე ინსტრუმენტებს, ისე აღიქვამენ საკუთარ შვილებს, არ უსმენენ, არ უჯერებენ, არ ემეგობრებიან და მათ შორის საერთო ენა არ არსებობს“, - განაცხადა მამა პეტრემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი