logo_geo
სოფო ბედია: შემოსავლის გარეშე დავრჩი
- +

29 აგვისტო. 2020. 00:40

 

 

მომღერალმა სოფო ბედიამ,  ჟურნალ „სარკესთან“ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა, თუ სირთულეები გამოიარა პანდემიის დროს.

 

მომღერლის განცხადებით, ის შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.

 

„ჩემნაირი აქტიური ადამიანისთვის ფაქტობრივად გაჩერებულ რეჟიმში ცხოვრება რთული აღმოჩნდა. ძალიან გამიჭირდა იმ მხრივ, რომ საყვარელ საქმეს მოვწყდი. ძალიან ბევრი ღონისძიება და კონცერტი გამიუქმდა და შემოსავლის გარეშე დავრჩი. როდის რა განახლდება, არავინ იცის. დღესაც კი ძნელია პროგნოზის გაკეთება, თუ როდის შეიცვლება მომღერლებისთვის სიტუაცია.

 

ამ ყველაფერს დადებითი მხარე ჰქონდა ის, რომ ჩემს შვილებთან ბევრი დრო გავატარე. ოჯახს სულ ვენატრებოდი და ამჯერად ეს დანაკლისი შევივსეთ. კარგი კულინარი რომ ვიყავი, ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ მთელი ეს სამი თვე სამზარეულოდან არ გამოვდიოდი. ბევრი ახალი კერძიც მოვიგონე და, შეიძლება ითქვას, როგორც კულინარი, კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავედი“, - აცხადებს სოფო ბედია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი