logo_geo
გელა დაიაური: ისე უნდა გიყვარდეს მეუღლე, როგორც უფალს უყვარს ტაძარი
- +

29 აგვისტო. 2020. 02:53

 

 

„ისე უნდა გიყვარდეს მეუღლე, როგორც უფალს უყვარს ტაძარი და ისე უნდა გიყვარდეს ქმარი, როგორც ტაძარს უყვარს უფალი.

 

ეს ორმხრივი სიყვარულია და აქ ძალადობაზე საუბარი არ უნდა იყოს. ჩემი ტრაგედიიდან გამომდინარე, კაცებს მინდა ვუთხრა, უყვარდეთ მეუღლეები და შვილები.

 

ყოველთვის უნდა იფიქრონ, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს ამ ქვეყანაზე, ყველას ჯვარი სწერია. მოეფერონ და თბილები იყვნენ ოჯახის წევრების მიმართ“ – ასე ემოციურად მიმართა მუსიკოსმა გელა დაიაურმა „ტვ პირველის“ ეთერში საზოგადოებას, სადაც თერჯოლაში დატრიალებულ ტრაგედიაზე სასაუბროდ იყო მიწვეული.

 

მუსიკოსის თქმით, ის გაკვირვებულია იმით, რომ დღეს ადამიანები ოჯახებს ძალიან იოლად ანგრევენ.

 

„ძალიან მიკვირს ოჯახების დანგრევა, ძალიან იოლად ხდება ეს ყველაფერი. სარჩოს საშოვნელად საზღვარგარეთ მიდიან. ეს სიშორე ურთიერთობის გაციებას იწვევს. გარდა ამისა, ეს ბავშვის ფსიქიკაზეც მოქმედებს. არ არსებობს ოჯახი, სადაც დედას და მამას რომ არ ეკამათოთ.

 

პატარა რაღაცაც მოქმედებს ბავშვზე. მშობლებიც უნდა დაფიქრდნენ, რით შეიძლება გადაარჩინონ ბავშვის ფსიქოლოგია. იქნებ ჯობდეს, რომ არ წავიდნენ“, - განაცხადა გელა დაიაურმა.

 

გელა დაიაურის მეუღლე, მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი და მათი ორი ვაჟი, 2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში უბედურ შემთხვევას  ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი