logo_geo
მეუფე ნიკოლოზი: 11 წლის ბავშვს შეუძლია ჩაიდინოს ისეთი დანაშაული, რომ ვერ მოხვდეს სასუფეველში და ასევე შეუძლია, რაღაც ისეთი ჩაიდინოს რომ გახდეს წმინდანი
- +

1 სექტემბერი. 2020. 22:03

 

 

„11 წლის ბავშვს შეუძლია ჩაიდინოს ისეთი დანაშაული, რომ ვერ მოხვდეს სასუფეველში და ასევე შეუძლია, რაღაც ისეთი ჩაიდინოს რომ გახდეს წმინდანი“, - ამის შესახებ  ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა, „ტვ პირველის“ ეთერში, თერჯოლაში 11 წლის გარდაცვლილი ბიჭისთვის წესის აგებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

„წესის აგება მიცვალებულისთვის მნიშვნელოვანია. ეს არ შეიძლება ადამიანებისთვის სანუგეშოდ იყოს, ეს გარდაცვლილის სულისთვის კეთდება.

 

ჩვენ, თუ ბავშვს, ან ნებისმიერ სხვა ადამიანს შენდობას მივცემთ, ეს შენდობაც ძალაში იქნება ზეცაში. მისტიკაზეა აქ საუბარი. 

 

11 წლის ბავშვს შეუძლია ჩაიდინოს ისეთი დანაშაული, რომ ვერ მოხვდეს სასუფეველში და ასევე შეუძლია, რაღაც ისეთი ჩაიდინოს რომ გახდეს წმინდანი“, - განცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი