logo_geo
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, თბილისში „ნიკორას“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

2 სექტემბერი. 2020. 16:54

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს დადასტურებული კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან ორი სასურსათო მაღაზია „ნიკორას“ თანამშრომელია.

 

მისივე თქმით, მაღაზიამ შესაბამისი ზომები უკვე მიიღო.

 

„კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 არის „დონას“ კლასტერი, შვიდი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, ოთხი შემოტანილია, აქედან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხუთ შემთხვევაზე მიმდინარეობდა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ორი არის სწორედ ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის თანამშრომელი. ეს მაღაზია არის „ნიკორა“, რომელიც მდებარეობს სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს. მაღაზიაში უსაფრთხოების ზომები გატარდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

 

 

 

 

big_banner
არქივი