logo_geo
თამარ ბაჩალიაშვილის ბებია: ეკლესიიდან თამარი რომ გამოვასვენეთ, უცებ მოდით, წავიდეთ, ეს მთავრობა დავამხოთო...
- +

2 სექტემბერი. 2020. 21:58

 

„ამ საქმეს პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. სარალიძის მსგავსად, ამათაც გამოიყენებენ“, - აცხადებს POST-სთვის მიცემულ ინტერვიუში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბებია რიტა ზურაბაშვილი.

 

 „სარალიძე თვითონ მიხვდა მერე, ამათაც ასე აწოწიალებენ.  კუჭიდან რომ სითხეს იღებდნენ, მაშინვე უთხრეს, რომ სრულფასოვანი პასუხის მისაღებად 30 დღე სჭირდება დამუშავებას, ეს [ბაჩალიაშვილის დედა] მესამე დღესვე წავიდა საელჩოშო, მუხლისჩოქზე დადგა სურათით - მიშველეო. საელჩო რას უშველიდა?! საელჩომ უთხრა, ბოლო დასკვნა დამიდეო. სამაგიეროდ ხომ „გაპაზორდა“, მთელმა ქვეყანამ დაინახა, რომ ოჯახი პლაკატებით დარბის. ყველას გააგებინა, არავინ არ მივიდა  4 მეზობლის გარდა“ - ყვება თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.

 

მისივე თქმით, გამოძიებას ენდობა და ისინი ყველაფერს ზუსტად აკეთებენ.

 

იგი იხსენებს, რომ გასვენების დღეს შალვა ნათელაშვილი და ნინო ბურჯანაძის შვილი მივიდნენ.

 

„ეკლესიიდან რომ გამოვასვენეთ, უცებ შალვა ნათელაშვილი მიტინგს ატარებს ხალხო, შეკრებილები ვართ, მოდით, წავიდეთ და ეს მთავრობა დავამხოთო. გასვენებაში შეიძლება, ეს გააკეთო?! უძახო მოდით და დავამხოთ ეს მთავრობა. მე ბებიამ, როგორ მოვითმინო ეს, როდესაც სულ სხვა რაღაცა სჭირს ჩემს ბავშვს, მის სულს ხომ უნდა დავეხმაროთ. გადის რამდენიმე კვირა და ბურჯანაძე გამოდის ტელევიზიით თურმე ბებია და შვილიშვილი ჩემი ფანატები ყოფილან და ამიტომ მინდა სამძიმარი ვუთხრაო. გადავირიე კინაღამ“,- ყვება რიტა ზურაბაშვილი და აცხადებს, რომ უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება.

 

„კომენდანტიც კი „ნაცები“ ჰყავთ. კარის მეზობელია თან.  იქ რომ ვიყავი, არცერთი არ შემოდიოდა ოთახში, არცერთი ჟურნალისტი. 2 ღამე ვუთიე ბავშვს, 2 დღე და ღამე არ დამიძინია, რომ გამოვედი ეგენი არ შემოდიოდნენ, მერე უცბად გამოვარდა, მე მწამს მარტო ამათიო, აქ არ დაგინახო მოსულიო, გამოვედი და გამოვერიდე. ავუხსენი ჩემს დისშვილს ამის [თამარის] სული ითხოვს სიმშვიდეს. მომწერა შენ ხარ იუდაო. ალბათ ადვოკატი ეუბნება, რომ დეიდაშენს უთხარი თუ ადვილია თვითმკვლელობა თვითონ რატომ არ იკლავს თავსო?!“ - ამბობს რიტა ზურაბაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი