logo_geo
ლალი მოროშკინა: როდესაც 5G ანტენები ჩაირთო, ადამიანებს ისეთი თავის ტკივილები ჰქონდათ, საავადმყოფოები მიღებას ვერ აუდიოდნენ
- +

3 სექტემბერი. 2020. 22:13

 

 

„5G-ს დაყენებას მოსუფთავებული გარემო სჭირდებოდა. ადამიანებს არ უნდა ევლოთ, რადგან ეს სიხშირეზე ცუდად მოქმედებს. ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი – ძლიერი სახელმწიფოს“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.

 

„რატომ დაემთხვა ანტენების დამონტაჟება იმ პერიოდს, როდესაც მთელი ქვეყანა პარალიზებული იყო? რა აუცილებლობა იყო კარანტინის დროს, სანამ ჩვენ სახლებში ვისხედით, საქართველოს მასშტაბით ათასობით 5G ანტენა დადგმულიყო?

 

რატომ არის თავის ტკივილები და წნევის ცვალებადობა მომატებული ადამიანებში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ანტენები იტესტება?

 

5G-ს დაყენებას მოსუფთავებული გარემო სჭირდებოდა. ადამიანებს არ უნდა ევლოთ, რადგან ეს სიხშირეზე ცუდად მოქმედებს. ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში. რომ ამბობენ, წიწვოვანი ხეები ხმებაო, კი არ ხმება, ეს არის რადიაციის შედეგი, რომელიც სწორედ აქედან მოდის, როდესაც 5G ანტენები სატესტო რეჟიმში ჩაირთო, ადამიანებს ისეთი თავის ტკივილები და წნევები ჰქონდათ, საავადმყოფოები მიღებას ვერ აუდიოდნენ. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ასეთი ფსიქიკური აშლილობა ხალხში, ყველა მძღოლი როგორ ერთიანად გაგიჟდა?

 

რატომ იქცნენ მამები მკვლელებად და რატომ გახშირდა ოჯახური კონფლიქტები? თითქოს ბინდი ეფარებათ თვალებზე ადამიანებს იმიტომ, რომ უარყოფითი, მძიმე ენერგეტიკა არის მომატებული. ასეთ ცვლილებებს ადამიანებში მაგნიტურ-რეზონანსული სიხშირეები იწვევს“, - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი