logo_geo
ნანული სარაჯიშვილი: ბატონ ბიძინას, რომელმაც ამდენი რამე გააკეთა, იმის ნაცვლად, რომ მადლობა ვუთხრათ...
- +

9 სექტემბერი. 2020. 23:01

 

 

„ეს არ არის პირველი შემთხვევა. მერამდენედ გვაყენებს მსახიობებს შეურაცხყოფას, კერძოდ, პირადად შალვა ნათელაშვილი. სხვებზე არ მაქვს ლაპარაკი“, – ასე გამოეხმაურა მსახიობი ნანული სარაჯიშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას, რომელშიც ის კახი კავსაძეს მლიქვნელ მსახიობს უწოდებს.

 

„ამისთვის აუცილებლად უნდა მოეთხოვოს პასუხი. რამდენჯერ შეიძლება ამის მოთმენა?! მე არ ვიცი, არც გამიგია ასეთი ბოღმა, ასეთი საშინელება, ასეთი შეურაცხყოფა. ვინც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს. კახი კავსაძის სურათი დაუდია და ბატონი ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც ამდენი რამე გააკეთა, ამდენ რამეს აკეთებს, იმის ნაცვლად, რომ მადლობა ვუთხრათ. ეს ხომ ვიცით რისგან არის გამოწვეული, ბოღმა, შეუმდგარი პოლიტიკოსი, ასე შევაფასებ მე შალვა ნათელაშვილს და ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. როგორ შეიძლება ასეთი შეურაცხყოფის მიყენება. ამას აუცილებლად მოჰყვება ცუდი ამბავი. ამას ვერავინ მოვითმენთ, აუცილებლად ვაგებინებთ პასუხს. შალვა ნათელაშვილო მოგეთხოვება პასუხი“, – განაცხადა “ქრონიკასთან” მსახიობმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი