logo_geo
ნანა ფაჩუაშვილი: ივანიშვილმა ათეულობით თეატრს სიცოცხლე მისცა და არ გვაქვს უფლება მადლიერება გამოვხატოთ?
- +

9 სექტემბერი. 2020. 23:06

 

 

„რა გაუკეთებია ნათელაშვილს, გარდა იმ საზიზღარი გამონათქვამებისა ხელოვანი ხალხისადმი. მე არ მახსოვს რამე კარგი მისგან. თეატრის კარიც არ შემოუღია და კახიზე ლაპარაკი, რომელსაც ხალხის სიყვარული აქვს მოპოვებული მხოლოდ და მხოლოდ მისი შრომით, ეს არის აღმაშფოთებელი“, – მსახიობმა, ნანა ფაჩუაშვილმა „ქრონიკასთან“ შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდიერი კახი კავსაძეს მლიქვნელს უწოდებს.

 

„კახის დამოკიდებულება ბატონო ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ეს არის მისი ობიექტური დამოკიდებულება. ბიძინა ივანიშვილმა კახი კავსაძის მიმართ მარტო სიმპათია კი არა, ათეულობით თეატრს საქართველოში მისცა ახალი სიცოცხლე და ჩვენ არ გვაქვს უფლება მადლიერება გამოვხატოთ? მე მახსოვს ბევრი სიკეთეები ჩვენი თბილისის ქალაქელი ადამიანებისგან, რომლებიც თანამდებობებზე იყვნენ და მე არ დამვიწყებია ეს, მაგრამ როგორც ბიძინა ივანიშვილი ქართულ კულტურას ემსახურა ქველმოქმედებით.. იცით რამდენი მილიონერი ყოფილა საქართველოში? და მე არც ერთისგან მახსოვს იოტისოდენა დახმარებაც კი და მიტომ, კარგით რა! სამართალი ხომ უნდა ვთქვათ და ვიპოვოთ არა?! ნათელაშვილს არ აქვს უფლება. მოდით კახი კავსაძის სახლი ვნახოთ, სადაც ცხოვრობს და როგორ პირობებში ცხოვრობს ეს ხანდაზმული ადამიანი და მერე ვნახოთ ნათელაშვილი როგორ ცხოვრობს“, – აცხადებს მსახიობი.

 

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ფოტოებს აზიარებს, სადაც კახი კავსაძე ბიძინა ივანიშვილს ესალმება. ნათელაშვილი კახი კავსაძეს მლიქვნელ მსახიობს უწოდებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი