logo_geo
ბუბა კიკაბიძე: შეიძლება, ვინც გცემს იმასთან ჩახვიდე და უმღერო?
- +

14 სექტემბერი. 2020. 20:19

 

 

 

„რუსეთიდან ბევრ მოწვევაზე ვთქვი უარი. მედვედევმა ორდენი გამომიგზავნა, მისი უფროსი კი პუტინი იყო. ამ დროს აქ ტანკები შემოდიოდნენ. შეიძლება, ვინც გცემს იმასთან ჩახვიდე და უმღერო? არ შეიძლება. მე ასე ვთვლი, თუმცა, ყველას თავისი აზრი აქვს. მეთორმეტე წელია რუსეთში არ ვყოფილვარ. სულ მოდის წერილები, მაგრამ ვპასუხობ, თუ შეიცვლება პოლიტიკა, ჩამოვალ. ამასობაში 82 წლის გავხდი“, - ამის შესახებ მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ ჟურნალ „თბილისელებს“ განუცხადა.

 

„მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ღმერთს იმისთვის, რომ მე ვარ ქართველი. იმისთვის, რომ ძალიან დიდ სიყვარულს და პატივისცემას ვგრძნობ. ქუჩაში გავლის მრცხვენია ხოლმე., სწორეად გამიგეთ. მინდა ყველას მშვიდობიანი, ყვავილებითა და სიმღერით მორთული ცხოვრება ვუსურვო. საღამოს პოლიტიკურ გადაცემებს რომ ვუყურებ, გული მიკვდება. მიჭირს ჩემი ხალხის ტკივილი. მე იმდენი მიშიმშილია ორ საქართვლოს ეყოფა და ყველასი ძალიან კარგად მესმის. იმედია, მალე შეიცვლება ეს მდოგმარეობა. უიმედოდ ყოფნა არ შეიძლბეა, ადრე თუ გვიან ყველაფერი გაივლის“, - განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი