logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: „მიშისტთა“ რაოდენობა მცირდება
- +

15 სექტემბერი. 2020. 20:57

 

„ჭკვიანმა, გონიერმა ადამიანმა, როგორ შეიძლება ამ მართლაც სულელ, მანიაკ ადამიანს დაუჯეროს. ეს ხომ იგივეა, ქრისტიანმა ეშმაკის აღსარება და ბოდიში დაიჯეროს - ჩემთვის იგივეა ამ პატარა და გაუგებარი არსების ნათქვამი“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილი არათუ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, არამედ აქტიურ პოლიტიკაშიც ვერ დარჩება.

 

„მიშისტი“, მიშას ამომრჩეველი უკვე სექტანტად გადაიქცა. ჩვენ ვუყურებთ, როგორ მცირდება მისი ამომრჩეველთა რაოდენობა და ყალიბდება საშიშ სექტად. ამ სექტის წარმომადგენლები იყვნენ იგივე მელია და სხვები, რომლებიც პარლამენტის აღებას ლამობდნენ.

 

მიხეილ სააკაშვილი არათუ ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, არამედ ვერ დარჩება აქტიურ პოლიტიკაში. თუ რატომ, ამას ვიხილავთ არჩევნების შემდეგაც. ეს ადამიანი, რომელმაც უზარმაზარი ნგრევა, ზიანი და ტერიტორიების დაკარგვა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, რომელმაც შეარცხვინა ჩვენი ხალხი, ჩვენი ჯარი და შეურაცხყოფა მიაყენა მომავალ თაობას, ჩიხში შეიყვანა, ახლო პერსპექტივაში ტერიტორიების დაბრუნების შანსიც კი მოუსპო, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას. ეს არის უდიდესი სიბრიყვე, ვინმემ, რომელიმე ჭკუათმყოფელმა დაიჯეროს, რომ ეს სულელი კაცი შეძლებს საქართველოში დაბრუნებას. როგორ უნდა დაბრუნდეს? ის არის ძებნილი, გასამართლებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მართლმსაჯულების მიერ. რომელ დანაშაულებში? - გირგვლიანის საქმე, 26 მაისის საქმე, გელაშვილის მკვლელობამდე მიყვანა და ა.შ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი