logo_geo
ამირან გამყრელიძე: ჩემს შვილიშვილებს ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში
- +

15 სექტემბერი. 2020. 23:55

 

 

„ჩემი რამდენიმე შვილიშვილი სკოლის მოწაფეა და მაქვს ეს პრობლემები ოჯახშიც – რატომ არ წავედით სკოლაში, რატომ არ გვიშვებ – ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში“,- ამის შესახებ რუსთავი 2“-ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

გამყრელიძის თქმით, სტუდენტებისა და მოსწავლეების მობილობის ზრდა ვირუსის ახალი შემთხვევების მსგავსი რაოდენობის ფონზე მიზანშეუწონელია.

 

„ჩემი რამდენიმე შვილიშვილი სკოლის მოწაფეა და მაქვს ეს პრობლემები ოჯახშიც – რატომ არ წავედით სკოლაში, რატომ არ გვიშვებ – ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში.

 

მოგეხსენებათ, საქართველოში სწავლას იწყებდა 120-140 ათასი სტუდენტი და ნახევარ მილიონზე მეტი სკოლის მოწაფე.

 

ეს არის ძალიან დიდი მობილობის ზრდა რამდენიმე დღეში. ჩვენ კარგად ჩავაბარეთ გამოცდა ეროვნულებზე, ახლა მართალი გითხრათ, როცა ზრდა გვქონდა ბოლო 6 დღის განმავლობაში, ასეთი დიდი მობილობა ცოტა შემაშფოთებელი იყო, დიდი მასა ამ 6-7 ქალაქშია, ამიტომ დისტანციურ სწავლებაზე ორკვირიანი გადასვლა მიზანშეწონილია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი