logo_geo
თამაზ მოლაშვილი: დედაშენი მაინც არ გეცოდება, შენს ყოველ გამოჩენაზე რომ აგინებენ?
- +

16 სექტემბერი. 2020. 23:59

 

 

„როდესაც „ასავალ-დასავალში“ ჩემი ბოლო ინტერვიუ დაიბეჭდა, ვიფიქრე, ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი გამოსვლაა-მეთქი. არც ის მეგონა, სულხანის გარდაცვალების შემდეგ 80 წელს თუ გადავაბიჯებდი და არც ის, რომ 2020 წლის არჩევნების წინ ბოკერია თავისნაირ დამნაშავეებთან ერთად ბილბორდებიდან გამიღიმებდა...“ - ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთა“ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, ნაწამები სულხან მოლაშვილის მამამ თამაზ მოლაშვილმა განაცხადა.

 

„როდესაც „ასავალ-დასავალში“ ჩემი ბოლო ინტერვიუ დაიბეჭდა, ვიფიქრე, ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი გამოსვლაა-მეთქი. არც ის მეგონა, სულხანის გარდაცვალების შემდეგ 80 წელს თუ გადავაბიჯებდი და არც ის, რომ 2020 წლის არჩევნების წინ ბოკერია თავისნაირ დამნაშავეებთან ერთად ბილბორდებიდან გამიღიმებდა... სამწუხაროდ, ამასაც მოვესწარი – ჩემი უდანაშაულო, სამშობლოზე შეყვარებული შვილი მიწაშია, მისი მწამებლები კი ამჯერად კომპასების ფონზე მოუწოდებენ ხალხს მხარდაჭერისკენ.

 

მეათედ მაინც ვამბობ, ჩემი შვილი გიგა ბოკერიამ აწამა, მას ლომის წილი მიუძღვის ჩემი ოჯახის გაუბედურებაში და ამ ადამიანს მორალური უფლება არა აქვს, ვინმეს რამე მოუწოდოს. სულხანი მე გავზარდე, ის ტყუილად ცილს მტერსაც არ დასწამებდა.

 

გიგა ბოკერიას მარტო ჩემი შვილის მიმართ რომ ჰქონდეს ჩადენილი ბოროტება, კიდევ ვიტყოდი, იქნებ ჩვენ ვცდებით რამეში-მეთქი, მაგრამ მთელი ქვეყანა აგინებს, მის სახელს ძალიან ბევრი ბოროტება უკავშირდება!

 

შეიძლება შენთვის სულერთია, ვინ რას იტყვის, მაგრამ ნანა ალექსანდრია მაინც არ გეცოდება, ტელევიზორში შენს ყოველ გამოჩენაზე რომ აგინებენ? ბოლოს და ბოლოს, მეზობელი კი არა, დედაა შენი!“ - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი