logo_geo
ლიონელ მესი: „ბარსელონას“ წინააღმდეგ არასოდეს წავალ...
- +

24 სექტემბერი. 2020. 22:12

 

 

ლიონელ მესის საგა დასრულდა. „ბარსელონას“ მეგავარსკვლავმა გამოაცხადა, რომ ამ გუნდში რჩება, 7 სექტემბერს კი კლუბში პირველ ვარჯიშზეც მივიდა.

 

მანამდე ლეომ არაერთხელ გამოთქვა „ბარსელონას“ დატოვების სურვილი. სახელდებოდა რამდენიმე კლუბი, რომლებიც მას ეპატიჟებოდნენ. მათ შორის უმთავრესი „მანჩესტერ სიტი“ იყო, რომლის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა „ბარსელონაში“ მესის წვრთნიდა. იმასაც ამბობდნენ, რომ მესიმ გვარდიოლასთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა და სიტი მესის დასახვედრად ემზადებოდა, მაგრამ მოვლენები სულ სხვაგვარად წარიმართა.

 

დარწმუნებული ვიყავი, თავისუფლად წამოვიდოდი, პრეზიდენტი ამბობდა, რომ სეზონის ბოლოს თავად გადავწყვეტდი, წავიდოდი თუ დავრჩებოდი. ახლა კი ამბობენ, რომ მე ეს 10 ივნისამდე არ მითქვამს. პანდემიის გამო 10 ივნისს ლა ლიგაში ვიბრძოდით“, – თქვა მესიმ.

 

კონტრაქტის დარღვევის იურიდიული საფუძვლების მოძებნა საკმაოდ გართულდა და მესიმ ყველაზე მარტივი გამოსავალი მონახა – კლუბში დარჩა იმ მიზეზით, რომ თავიდან აეცილებინა სასამართლო გარჩევები. მანვე აღნიშნა, რომ „ბარსელონა“ არის კლუბი, რომელიც უყვარს და რომელმაც ყველაფერი მისცა, ამიტომ მის წინააღმდეგ სასამართლო გარჩევები არ სურდა.

 

მე ვუთხარი კლუბს, მათ შორის პრეზიდენტს, რომ წასვლა მინდა. მე მას ამის შესახებ მთელი წელი ვეუბნებოდი. ვთვლიდი, რომ გვერდზე გადგომის დრო მოვიდა.

 

მიმაჩნდა, რომ კლუბს მეტი ახალგაზრდა, ახალი მოთამაშე სჭირდებოდა და ვფიქრობდი, რომ ჩემი დრო „ბარსელონაში“ დასრულდა. ეს ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო, რადგან ყოველთვის ვამბობდი, რომ აქ მსურდა კარიერის დასრულება.

 

ეს ნათქვამი მქონდა პრეზიდენტისთვის და ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ სეზონის ბოლოს შემეძლო გადაწყვეტილების მიღება დარჩენის ან წასვლის შესახებ და მან არ შეასრულა თავისი სიტყვა“, – თქვა მესიმ.

 

ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ „ბარსელონას“ წინააღმდეგ არასოდეს წავა.

 

 „ძალიანაც რომ მდომოდა წასვლა, არავითარ შემთხვევაში წავიდოდი სასამართლოში იმ კლუბის წინააღმდეგ, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრებაა“, – განაცხადა მან ინტერვიუში.

 

7 სექტემბერს გუნდის ვარჯიშზე ლეო მესი 1 საათით ადრე მივიდა. მას გულშემატკივრები შეეგებნენ. საინტერესოა, რომ გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ფეხბურთელებს ვარჯიშზე 1 საათით ადრე მისვლა დაავალა. ამით მან გვარდიოლას მიერ დანერგილი ტრადიცია აღადგინა, რომელიც პეპის შემდგომ პერიოდში დავიწყებას მიეცა. მესის ეს საქციელი შეფასდა, როგორც „ბარსელონასადმი“ ერთგულების და საბრძოლო მზადყოფნის გამოხატულება.

 

გასული კვირის ბოლოს კიდევ ერთი საკითხი გაირკვა – მესი „ბარსელონას“ კაპიტნად დარჩა, ვიცე-კაპიტნები კი სერხი ბუსკეტსი, ჟერარ პიკე და სერხი რობერტო იქნებიან.

 

ეს მესისთვის „ბარსაში“ მე-17 სეზონი იქნება და მე-3 – კაპიტნის რანგში. ბუსკეტსი და პიკე კატალონიურ გუნდში მე-13 სეზონს ჩაატარებენ, ხოლო სერხი რობერტო მის ღირსებას 2013 წლიდან იცავს.

 

ბექა გოგინაშვილი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი