logo_geo
ილია თამარაშვილი: - „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ განხორციელებულმა ძალისხმევამ ამ ეტაპისთვის 18 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი დააგენერირა“
- +

10 ოქტომბერი. 2020. 19:30

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „სოფლის განვითარების სააგენტო“ ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, როგორიცაა: „დანერგე მომავალი“; „ქართული ჩაი“; გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, შეღავათიანი აგროკრედიტი და მრვალი სხვა.

სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, შეღავათიანი აგროკრედიტი ეხმარება ბენეფიციარს აიღოს ერთი მხრივ სესხი კომერციულ ბანკებში მათი თანადაფინანსებით, ხოლო მეორე მხრივ, საგრანტო პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა.

თითოეული პროექტის შემადგენელი ნაწილი არის შეღავათიანი აგრო კრედიტი, რომელიც გულისხმობს კაპიტალური დანახარჯების დაფინანსებას წლიური პროცენტის სახით. 11%-მდე ვაფინანსებთ, რაც დიდი წილი არის წლიური პროცენტის და და იაფ ფულზე წვდომას უქმნის ბენეფიციარს. შეღავათიანი აგროკრედიტი ეხმარება ბენეფიციარს აიღოს ერთი მხრივ სესხი კომერციულ ბანკებში ჩვენი თანადაფინანსებით, ხოლო მეორეს მხრივ საგრანტო პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა, როგორიც არის იგივე გადამამუშავებელი იმფრანსტრუქტურის შექმნა, ეს იქნება საწარმოები თუ შემნახველი იმფრასტრუქტურა და ამ ორი სესხისა და საგრანტო კომპონენტის ერთობლიობით შექმნას პროექტები“.- ამის შესახებ გადაცემაში ბიზნესი იმედზე“ საუბრისას სააგენტოს ხელმძღვანელმა ილია თამარაშვილმა განაცხადა.

„სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ განხორციელებულმა ძალისხმევამ ამ ეტაპისთვის დააგენერირა 18 500-ზე მეტი სამუშაო ადგილი. მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შექმნილ ახალ (225) და გაფართოებულ (985) საწარმოებში 16 000-ზე მეტი. სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია, ექსპორტის ხელშეწყობა დღეს სახელმწიფოს საქმიანობის უმთავრესი მიზანია. განსაკუთრებით დღეს, როდესაც ეკონომიკური კრიზისია პანდემიის გამო, აღნიშნული სახელმწიფო პროექტები მიზნად ისახავს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. პროგრამები არის მიმართული იქითკენ, რომ ადამიანებმა იცხოვრონ უკეთ, ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი, თუნდაც მცირე-მიკრო საქმიანობიდან, დასაქმდნენ და დაასაქმონ სხვები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი