logo_geo
მამუკა არეშიძე: თუ შექმნილ ვითარებას სწორად გამოვიყენებთ, საქართველოსთვის ეს დადებითიც კი იქნება
- +

28 მარტი. 2017. 14:19




ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „ვერსიასთან" აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიღებული შედეგების გათვალისწინებით, თუ საქართველო შექმნილ ვითარებას სწორად გამოიყენებს, ჩვენთვის დადებითი შედეგის მომტანი იქნება.



„აფხაზეთის დე ფაქტო არჩევნებში 12 უბნიდან ოთხში ოპოზიციამ, მათ შორის, ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა, დანარჩენ 8 უბანზე კი - კლანებმა. საერთოდ, აფხაზეთში არჩევნები იდეოლოგიებს კი არა, კლანებს შორის ტარდება და ბრძოლა პოლიტიკური ძალაუფლებისთვის კი არა, ბიუჯეტსა და რუსულ ფულთან დაახლოებისთვის მიდის. ისე, მნიშვნელოვანია, რომ ანქვაბი ე.წ. პარლამენტში ამინდს აუცილებლად შექმნის, რადგან კლანებს ყოველთვის სათავისოდ ირგებს. მოკლედ, ვფიქრობ, ანქვაბი რუსეთსა და აფხაზეთის დღევანდელ ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

 

თუ შექმნილ ვითარებას სწორად გამოვიყენებთ, საქართველოსთვის ეს დადებითიც კი იქნება.

 

ისე, 2010 წელს, თემურ იაკობაშვილის მიერ შექმნილი სტრატეგია აფხაზეთთან ურთიერთობისთვის საუკეთესო იყო, თუმცა, ვერც ნაციონალებმა და ვერც ახლანდელმა ხელისუფლებამ ვერ აამუშავა. ინტეგრაციისკენ გადადგმული დღევანდელი ხელისუფლების ნაბიჯები კი უფრო სპონტანურია", - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

 





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი