logo_geo
რამაზ იოსელიანი: შე დალოცვილო, რას გთხოვენ შეუძლებელს, ატარე პირბადე და დაიცავი ჰიგიენა!
- +

13 ოქტომბერი. 2020. 21:24

 

 

„ჩვენს ექიმებზე, კარგის გარდა, ვერაფერს ვიტყვი, აი, ხალხზე კი შემიძლია ვთქვა, რომ მთლად სწორად არ იქცევა: შე დალოცვილო, რას გთხოვენ შეუძლებელს, ატარე პირბადე და დაიცავი ჰიგიენა! პირბადე ხომ 24 საათი არ უნდა ატარო?“, - განუცხადა ჟურნალ „სარკეს“ მსახიობმა და საზოგადო მოღვაწემ რამაზ იოსელიანმა კორონავირუსის პანდემიის თემაზე საუბრისას.

 

„რამდენი დრო ხარ მაღაზიაში, ტრანსპორტში, შეეგუე, ნუ მოიცილებ, ეს ხომ შენი ჯანმრთელობისთვისაა საჭირო.

 

 

ძნელია ეკონომიკის ასეთი რყევა, ყველას შეგვეხო, ყველას ოჯახი ჰყავს გამოსაკვები, მაგრამ ჩვენ ხომ 90-იანი წლები გადავიტანეთ – პურის უსასრულო რიგები, ავტომატების კაკანი, კიბის უჯრედზე დანთებული ცეცხლი და საერთო ქვაბში მომზადებული მცირეოდენი კერძი, ვინც რას ვიშოვიდით, ერთმანეთს ვუნაწილებდით, ამასაც გავუძლოთ“, - განაცხადა იოსელიანმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი