logo_geo
დიტო ჩუბინიძე: მალე გაირკვევა მელაშვილ-ილიჩოვას გვერდით ნაცსექტის იმ რაიხსმარშლებსაც ხომ არ მიუსვამენ, რომელთა დასტურის გარეშე დავით გარეჯში თაგვიც ვერ გაფაჩუნდებოდა?!
- +

15 ოქტომბერი. 2020. 22:32

 

 

 

უახლოეს მომავალში ყველაფერი გაირკვევა და გვეცოდინება, მელაშვილსა და ილიჩოვას შემთხვევით გვერდით ნაცსექტის იმ რაიხსმარშლებსაც ხომ არ მიუსვამენ, რომელთა დასტურის გარეშეც დავითგარეჯში თაგვიც ვერ გაფაჩუნდებოდა?!”, - ამის შესახებ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გაზეთ „ასავალ-დასავალში“ წერს.

 

„1938 წლის რუკის ნაცვლად, ილიჩოვამ და მელაშვილმა მიზანმიმართულად იხელმძღვანელეს და კომისიას ხელში შეაჩეჩეს მე–20 საუკუნის 70-80-იან წლებში გამოცემული რუკები, რითიც ისედაც ტერიტორიებმორღვეულ საქართველოს დამატებით 3500 ჰექტარი მიწის ფართობის დაკარგვის საფრთხე შეუქმნეს!

 

გამოძიებამ ილიჩოვას სახლის ჩხრეკისას 1938 წლის რუკის დედანი იპოვა!

 

როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, ბრალდებულთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს...

 

ხალხი უკვე დაუფარავად საუბრობს იმის შესახებ, რომ სინამდვილეში ვირის აბანოში შესაგდები და სამშობლოს ღალატის მუხლით გასასამართლებელია ნაცფიურერი სააკაშვილი, რომელიც ქართული მიწების „გასუხარებაში“ დიდი ხანია, შემჩნეულია!

 

თუმცა, ქართული ტრაგიკომედია ის გახლავთ, რომ ქვეყანაში, რომელსაც ამდენი მოღალატე ჰყავს, სისხლის სამართლის კოდექსიდან სწორედ სამშობლოს ღალატის მუხლია გამქრალი.

 

ეს საჯაყი საქმე 2004 წელს ქვეყნის მაოხრებელმა გზირმა და ობერმოღალატემ, იეღოველების ქვასროლია შპიონმა გიგა ბოკერიამ ჩაიდინა, რითიც ნაცისტ პაჭანიკებს ქვეყნის საღალატოდ მაზანდა გაუხსნა – კოდექსიდან მაინც ამოღებულია და აბა, თქვენ იცით, ასემც გიქნიათ, საქართველოს გაყიდვაში ჩემთვის და შადიმან ბარათაშვილისთვის გეჯობნოთო!

 

ხალხი ასახელებს დავითგარეჯის გაყიდვის სავარაუდო ფასს – 70-80 მილიონ დოლარს, რომელიც თავად სააკაშვილმა გათქვა, როცა უკრაინიდან ჩართვისას ფროიდისეული „წამოცდენა“ მოუვიდა და ჩამოარაკრაკა – ახლა გამონახავენ რომელიმე აზერბაიჯანელს მოსკოვში და ათქმევინებენ, რომ დავითგარეჯში 70-80 მილიონი გადამიხადაო!

 

 

ცნობილმა მწერალმა და მოაზროვნემ ირაკლი კაკაბაძემ საქართველოს ნაპრეზიდენტალს პირდაპირ დაადო ხელი და „ჭუტავიზიის“ ეთერში განაცხადა, რომ მოღალატე სააკაშვილმა დავითგარეჯი ყიზილბაშებს მიჰყიდა!

 

ასეა თუ ისე, უახლოეს მომავალში ყველაფერი გაირკვევა და გვეცოდინება, მელაშვილსა და ილიჩოვას შემთხვევით გვერდით ნაცსექტის იმ რაიხსმარშლებსაც ხომ არ მიუსვამენ, რომელთა დასტურის გარეშეც დავითგარეჯში თაგვიც ვერ გაფაჩუნდებოდა?!“, - წერს ჩუბინიძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი