logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: რუსეთის ინტერესში არ შედის დავით გარეჯის დაბრუნება
- +

16 ოქტომბერი. 2020. 01:51

 

 

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედი”-ს გადაცემა “ნამდვილ რიცხვებში” სტუმრობისას, „ნაციონალურ მოძრაობას“ა და მასთან დაკავშირებულ ჯგუფებზე ისაუბრა, რომლებიც, მისი თქმით, მოღალატეები არიან.

 

მან ასევე ხაზი გაუსვა მათ განცხადებებს დავით გარეჯთან დაკავშირებით.

 

 „დესტრუქციული ძალის აბსოლიტურად გამოგონილი მოსაზრებაა, რომ რუსის ინტერესებში შედის გარეჯის დაბრუნება ქართველებთან. მე პირიქით ვიტყოდი, რომ რუსეთის ინტერესში არ შედის ეს რა თქმა უნდა. პირიქით, რუსულ პოლიტიკას და რუსულ ინტერესს ემსახურებოდა და ალბათ ემსახურება, ამ მოღალატეებს ვეუბნები, თუ დავით გარეჯის ეს ისტორიული გულის ერთი ნაწილი, აღმოჩნდებოდა გადაცემული აზერბაიჯანისთვის.

 

დავსვათ ეს შეკითხვა ნებისმიერ ქართველთან.. ეს საშვილიშვილოდ, სამუდამოდ ჩამოაგდებდა ძალიან დიდი განაწყენებას და შეიძლება მტრობასაც, ორ მოძმე ერს შორის. ვის ინტერესის წისქვილზე დაასხამდა წყალს? რა თქმა უნდა არა კეთილის მსურველი ქვეყნების, ადამინების ინტერესებზე.

 

რეალურად რაც ჩვენ გვესმის ამ მოღალატე პოლიტიკოსებისგან, მაგასა ამბობენ სხვას კი არაფერს. გამოდის ეს ბაქრაძე და თქვენ პრეტენზიებს უყენებთ აზერბაიჯანსო? ეს სულელი კაცი, რომელიც ომის დროს, ეს არარაობა მოსახლეობას მოუწოდებდა გამოდით ჩანგლებით, დაიცავით ქვეყანაო და თვითონ გარბოდა. ეს მტრული ძალა სამუდამოდ უნდა აიკრძალოს ამ ქვეყანაში. მშვიდობა არ იქნება მეგობრობო. მუდმივი დესტაბილიზაცია, მუდმივი ქაოსის მცდელობა ხდება ამ წლების განმავლობაში. ამის მიუხედავად, ჩვენმა პარტიის თავმჯდომარემ მოახერხა უნიკალური რამ, შექმნა პრეცენდენტი, რაც ქართველ ერს ბოლო 30 წელია არ გვინახავს და ამას არ უფიქრდება არავინ საუბედუროდ, იმიტომ რომ არ გვესმის ამის ფასი. არ გვესმის მშვიდობის ფასი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი