logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: როდესაც პარტიას უმტკიცდება სახელმწიფო ღალატი ან ტერიტორიების გადაცემა უცხო ქვეყნისთვის, ეს ამ პარტიის გაუქმების საფუძველი უნდა იყოს და იქნება
- +

17 ოქტომბერი. 2020. 02:24

 

 

„როდესაც პარტიას უმტკიცდება სახელმწიფო ღალატი ან ტერიტორიების გადაცემა უცხო ქვეყნისთვის, ეს უნდა იყოს საფუძველი იმისა, რომ ეს პოლიტიკური პარტია გაუქმდეს“, - ამის შესახებ „ქართული არხის“ ეთერში თავდაცვის მინისტრმა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და მთელი გუნდის პოზიცია ერთიანია იმასთან დაკავშირებით, რომ დავითგარეჯას საქმე არის საერთო ეროვნული საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა მივიდეს ბოლომდე. მთელი გუნდი არის ამ პათოსით განმსჭვალული. შესაბამისად, როდესაც პოლიტიკურ პარტიას უმტკიცდება სახელმწიფო ღალატი ან ტერიტორიების გადაცემა უცხო ქვეყნისთვის - ეს უნდა იყოს, არის და იქნება საფუძველი იმისა, რომ ეს პოლიტიკური პარტია გაუქმდეს და ყველა, ვინც ეს სიბინძურე და ანტიეროვნული დანაშაული ჩაიდინა, მიცემული იყოს პასუხისგებაში და უმკაცრესად დაისაჯოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი