logo_geo
ირაკლი კობახიძე: საარჩევნო აგიტაციასთან მიმართებით სამართლებრივი სანქციები ვერ დაწესდება
- +

17 ოქტომბერი. 2020. 22:56

 

 

„საარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებით სამართლებრივი სანქციები ვერ დაწესდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

 

 

„არსებობს რეკომენდაციები და პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობაა, რომ ამ რეკომენდაციებს გაჰყვეს. როდესაც ამას არ აკეთებენ, 31 ოქტომბერს მკაცრ პასუხს მიიღებენ თითოეული ჩვენგანისგან, ქართველი ამომრჩევლისგან. ეს პასუხი იქნება ძალიან მკაცრი - ისინი იმაზე დაბალ შედეგს მიიღებენ, ვიდრე თუნდაც ბოლო კვლევები აჩვენებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საარჩევნო ღონისძიებების პასუხისმგებლობით ჩატარებას განაგრძობს.

 

 

„ჩვენს გვინდოდა ზუგდიდში დღეს შეგვეკრიბა 30 000 ადამიანი, მაგრამ არ გავაკეთეთ იმის გამო, რომ თითოეულ მოქალაქეს ვუფრთხილდებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

16 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის ბულვარში წინასაარჩევნო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევით ჩაატარა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი