logo_geo
მამუკა არეშიძე: გალელები ზუგდიდში ვერ გადმოდიან და თუ დააპირეს, დამცირების ატანა უწევთ
- +

29 მარტი. 2017. 12:56


ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გაზეთ „ვერსიასთან" გალში მცხოვრებთა პირობებზე ისაუბრა. ექსპერტის თქმით, გალელები ზუგდიდში ვერ გადმოდიან და თუ დააპირებენ, დიდი დამცირების ატანა უწევთ.



„გალი უკვე სამხედრო ქალაქი და განსაკუთრებულ რეჟიმშია, მაგრამ რუსები აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას ვერ ერევიან და ქართველებს დაერივნენ - ქართული სკოლები, პრაქტიკულად გაუქმდა; გარნიზონის ოფიცრებს ოჯახები ჩამოჰყავთ და ნელ-ნელა ქალაქის რუსიფიკაცია ხდება. მოკლედ, გალის ქართული მოსახლეობა უმძიმეს მდგომარეობაშია და ცდილობს, შვილებს ქართული პარტიზანულად ასწავლოს. 21-ე საუკუნეში ენისა და ეროვნების დისკრიმინაცია ხდება და ეს უბედურებაა.

 

გალელები ზუგდიდში ვერ გადმოდიან და თუ დააპირეს, დამცირების ატანა უწევთ. ისე, ქვედა ზონის მცხოვრებლები ცდილობენ, ბავშვები იქაურ მოსახლეობას გამოარიდონ და ბინას ზუგდიდში, ნათესავებთან იდებენ... გალის ზედა ზონა კი დანარჩენ საქართველოს მოწყვეტილია და სხვა გამოსავალი რადგან არაა, მისი რუსიფიკაციისა და გააფხაზების პროცესი მიდის.

 

ზოგმა ახალგაზრდამ ქართული საერთოდ არ იცის და მიუხედავად იმისა, რომ ქართულ გვარს ატარებს, აფხაზობს. არადა, გალის მოსახლეობა ბოლო ბასტიონი იყო, რომელიც ქართული იდენტობის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ ისე ვერ დავეხმარეთ, როგორც საჭირო იყო", - ამბობს ექსპერტი მამუკა არეშიძე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი