logo_geo
ჯაბა ხუბუა: გვარამია უზნეო და ნამუსგარეცხილია, თორემ, სულელი ნამდვილად არ არის
- +

20 ოქტომბერი. 2020. 22:27

 

„სააკაშვილის პუდელი გვარამია და სააკაშვილის ფინია კვესიტაძე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს მხოლოდ იმიტომ აუწკავწკავდნენ, რომ მეუფე შიომ განაცხადა – „მოძიებულია ძალიან მნიშვნელოვანი მასალები და იმედია, რომ დავითგარეჯის ეს ორი მონასტერი საქართველოს საზღვარში მოექცევა საბოლოოდ, როგორც იყო ეს ისტორიულად“, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა გაზეთ „ასავალ-დასავალში“.

 

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ დავითგარეჯის საქმეზე ოპოზიცის ნაწილის მიერ გაჟღერებული განცხადებები უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს, რომ საბოლოოდ, სამონასტრო კომპლექსის ნაწილის გადაცემის კვალი, ექს-პრეზიდენტთან არ მივიდეს.

 

„გასაგებია, რატომაც არის ისტერიკაში სრულიად სანაცეთი – ისინი შიშობენ, რომ დავითგარეჯის ნაწილის აზერბაიჯანისთვის გადაცემის კვალი, საბოლოო ჯამში, მათ ბელადთან მივა, რადგან სააკაშვილის გარდა ამას ვერავინ იზამდა, მაგრამ რატომ ცდილობენ, საქმეში რუსეთი გაიყვანონ?

 

რატომ ამბობენ, რომ საქართველოს მიერ საკუთარი მიწისა და სიწმინდეების დაბრუნება რუსეთის ინტერესშია!

 

ვერ ხვდებიან, რომ ამით რუსეთს რეკლამას უკეთებენ და საქართველოს მოსახლეობის თვალში დადებითად წარმოაჩენენ?

 

რა თქმა უნდა, ხვდებიან!

 

იგივე გვარამია უზნეო და ნამუსგარეცხილია, თორემ, სულელი ნამდვილად არ არის და ყოველთვის კარგად იცის, რას რატომ აკეთებს!“, - წერს ხუბუა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი