logo_geo
ნიკოლოზ ლალიაშვილი: ერთადერთი, რაც კორონავირუსის მართვას ეწინააღმდეგება - პანიკაა
- +

21 ოქტომბერი. 2020. 01:07

 

 

„ერთადერთი, რაც მართვას ეწინააღმდეგება ეს არის პანიკა. პანიკას თესავენ ეს არხები, თესავენ ნაც. ექსპერტები, გავლენის აგენტები, რა თქმა უნდა პოლიტიკოსები“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორმა, ნიკოლოზ ლალიაშვილმა  გადაცემაში „პოზიცია“.

 

„იზრდება, სამწუხაროდ, კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობა, მთელს მსოფლიოში იზრდება, აქაც იზრდება.

 

მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, ეს არის მართვა.

 

რა თქმა უნდა, ყველანაირად შეეცდებიან „ნაც. არხები“, რომ გადაიღონ ისეთი ვიდეოები, როგორიც ვრცელდებოდა მადრიდიდან, ბერგამოდან, რომიდან, ერევნიდან.

 

ვიდეობი, რომელსაც ყველანი ვხედავდით სოციალურ ქსელებში და აქედან ააგონ ის, რომ ხელისუფლება ვერ მართავს.

 

სინამდვილეში, ახლა ხელისუფლება მართავს.

 

ერთადერთი, რაც მართვას ეწინააღმდეგება ეს არის პანიკა.

 

შეიძლება ვერ მართო იმ შემთხვევაში თუ არის პანიკა.

 

 პანიკას თესავენ ეს არხები, თესავენ ნაც. ექსპერტები, გავლენის აგენტები, რა თქმა უნდა პოლიტიკოსები.

 

 აი ეს არის დაპირისპირება სწორეთ. აქეთ არის ხალხი, ხელისფულება, ექიმები, მართვა, „იმედი“.

 

იქით არის გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ და კორონავირუსი“, - აღნიშნა ლალიაშვილმა. ​

 

 

big_banner
არქივი