logo_geo
მარინა ენდელაძე: თუ პაციენტი რომელიმე რისკ-ჯგუფს არ მიეკუთვნება, კოვიდ-ინფექციის გართულება თითქმის ნულის ტოლია
- +

21 ოქტომბერი. 2020. 13:50

 

 

 

„არიან პაციენტები მსუბუქი და უსიმპტომოები, რომლებსაც განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდებათ, ასეთი პაციენტი შეიძლება ბინაზე დარჩეს“ ,- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

„პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები კარგად არიან გადამზადებულები და კიდევ გრძელდება მათთან ტრენინგები. მთავარია, გადაწყვეტილება სწორად მივიღოთ - ვისი დატოვება შეიძლება ბინაზე და ვისი არა.

 

თუკი კვალიფიციური ექიმი სწორად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პაციენტის ბინაზე დატოვება შეიძლება, ამ შემთხვევაში ინფიცირებულს საშიშროება არ ემუქრება.

 

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ექიმების მიერ რისკ-ჯგუფებს, თუ პაციენტი რომელიმე რისკ-ჯგუფს არ მიეკუთვნება, ამ ინფექციის გართულება თითქმის ნულია“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი