„არიან პაციენტები მსუბუქი და უსიმპტომოები, რომლებსაც განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდებათ, ასეთი პაციენტი შეიძლება ბინაზე დარჩეს“ ,- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
„პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები კარგად არიან გადამზადებულები და კიდევ გრძელდება მათთან ტრენინგები. მთავარია, გადაწყვეტილება სწორად მივიღოთ - ვისი დატოვება შეიძლება ბინაზე და ვისი არა.
თუკი კვალიფიციური ექიმი სწორად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პაციენტის ბინაზე დატოვება შეიძლება, ამ შემთხვევაში ინფიცირებულს საშიშროება არ ემუქრება.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ექიმების მიერ რისკ-ჯგუფებს, თუ პაციენტი რომელიმე რისკ-ჯგუფს არ მიეკუთვნება, ამ ინფექციის გართულება თითქმის ნულია“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.