logo_geo
მალხაზ თორია: ბანკი არის 4-სართულიანი - ზოგიერთი პირი სხვა გამოსასვლელით გამოვიდა
- +

21 ოქტომბერი. 2020. 15:53

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ერთი ბოროტმოქმედია შეჭრილი.

 

მისი თქმით, სპეცოპერაციაში შსს-ს ყველა დანაყოფი და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 

„ბანკი არის 4-სართულიანი. შენობაში შეჭრილია 1 პირი, ხოლო რაც შეეხება გათავისუფლებას, იქ არის ისეთი სიტუაცია შემქნილი, რომ ზოგიერთი პირი სხვა გამოსასვლელით გამოვიდა“, - აღნიშნა თორიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი