logo_geo
ინფექციონისტი მალვინა ჯავახაძე: ამ ვერაგ დაავადებას პირველ დღეებში აქვს ერთი თავისებურება - არ გაგრძნობინებს რომ ცუდად ხარ
- +

22 ოქტომბერი. 2020. 23:04

 

 

„ამ ვერაგ დაავადებას პირველ დღეებში აქვს თავისებურება - არ გაგრძნობინებს რომ ცუდად ხარ, ამიტომ ნუ დაეყრდნობით ამ სიმპტომს“, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტმა, მალვინა ჯავახაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

 

„მოსახლეობის 60-70 პროცენტში კორონავისური მსუბუქად მიმდინარეობს და ასეთი პაციენტები ბინაზე უნდა დარჩნენ. კოვიდით ავადობა მოიმატებს, ცოტა ხანში დადგება ის მომენტი, როდესაც თუ ოჯახიში ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდება, დანარჩენ სხვა წევრს, თუ მსგავსი კლინიკური სიმპტომი ექნება, გატესტვის გარეშე დაესმება დიაგნოზი, ეს საგანგაშო მდგომარეობა არ არის, სადიაგნოსტიკოდ ყველა არ საჭიროებს ოქროს სტანდარტის ტესტის გამოყენებას“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

 

მისივე თქმით, კორონავირუსი მაშინ შეწყვეტს ცირკულაციას, როდესაც მსოფლიოში შემუშავდება პოპულაციური იმუნიტეტი, ანუ, მოსახლეობის 70% მაინც გადაიტანს ამ დაავადებას.

 

„მაგრამ ჩვენ ერთი გამარჯვება უკვე გვაქვს. მე როგორც ექიმი, ამას ნამდვილად ვთვლი გამარჯვებად, რადგან პირველმა დაკეტვებმა, ლოკდაუნმა, პირველი ტალღა აგვაცილა მაშინ, როდესაც ლეტალობა მთელ მსოფლიოში ძალიან მაღალი იყო. დღეს მართალია შემთხვევებმა მოიმატა, მაგრამ ლეტალობამ იკლო, რაც კარგი შედეგია“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი