logo_geo
„წყალს საკუთარი ჭიქით სვამდა და არ ეწეოდა, კვალს არ დავტოვებო“ – ახალი დეტალები თავდამსხმელის შესახებ
- +

22 ოქტომბერი. 2020. 23:05

 

 

ზუგდიდში მძევლად აყვანილმა პირებმა, “კურიერს” თავდამსხმელის შესახებ ახალი დეტალები უამბეს. როგორც მათ “კურიერს” განუცხადეს, 15 საათიანი სპეცოპერაციის დროს დამნაშავე განსაკუთრებული სიფრთხილით მოქმედებდა, ის წყალსაც კი, მხოლოდ საკუთარი ერთჯერადი ჭიქით სვამდა.

 

მან ასევე უარი თქვა სიგარეტზე, იმ მიზნით, რომ ბანკში კვალი არ დაეტოვებინა.

 

“კარებთან სიგარეტსაც გვაწევინებდა, ვკითხე არ ეწევი-მეთქი და მითხრა კი ვეწევი, მაგრამ ახლა აქ მოწევა არ შემიძლიაო. კვალს ვერ დავტოვებო. ყველანაირად იცავდა იმ ზომებს, რომ რამე კვალი არ დაეტოვებინა”- განაცხადა ლაშა შენგელიამ.

 

შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდში მდებარე “საქართველოს ბანკში” შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც ათეულობით პირი მძევლად აიყვანა. მათ შორის იყო სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა.

 

შეგახსენებთ, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ შენობაში გუშინ, 21 ოქტომბერს დაწყებული სპეცოპერაცია 22 ოქტომბერს, გამთენიისას დასრულდა.

 

04:13 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა.

 

გათავისუფლებულმა მძევალმა ლაშა შენგელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ყველა მათგანი ერთდროულად გაათავისუფლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი